ეს დორნის ეპიზოდი იყო კომედი შოუს სკეტში..
ცხენზე ამხედრებულები, ციხე-სიმაგრეში შეიპარებიან მთავარი კარიბჭიდან

მარტელების ბაღში, სადაც სულიერის ჭაჭანება არაა, დაცვაზე, რომ არაფერი ითქვას, მაინცდამაინც იმ დროს, როცა ეს ორი სუბიექტი შეიპარება, ზასაობს ამ ორი, ზემოთხსენებული სუბიექტის დორნში ჩასვლის მიზანი..
ამ დროს კადრი გადადის ობერინის ქალებზე ( ვეძმა, ბოროტი ქალები) რომლებიც ამოუხსნელ ვითარებაში, მაინცდამაინც იმ დროს როცა, აღნიშნული ორი სუბიექტი ბაღშია შეპარული და ზასაობას უყურებენ, ბაღთან არიან..
ატყდება ორთაბრძოლა, თან ისეთი, რომ ბაშიაჩუკის ბატალურ სცენებს შეგაყვარებს..
როცა უკვე ხვდები, რომ ფარიკაობა უთავბოლოდ იწელება, მოდის დაცვა და ყველაფერი ბედნიერად მთავრდება..
პს. ჯეიმის პერსონაჟი და მისი ხაზი, იმ ერთეულებში შედიოდა, რომლის გამოც ღირდა სერიალის ყურება.. და ეს რა იყო?!
This post has been edited by Carver on 20 May 2015, 00:22