GOVENაღარ აქვს თავი მარტო ტანი დარჩა
* * *
ჯეკ გლისონი 1992 წელს ირლანდიაში დაიბადა. მან მსახიობობა 7 წლის ასაკში დაიწყო და 2005 წელს გამოჩნდა ცნობილ ფილმში „ბეთმენი: დასაწყისი“. იგი ყველასათვის ცნობილია, როგორც ტირანი მეფე ჯოფრი ბარათეონი HBO-ს სერიალში „სამეფო კარის თამაშები.“ წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მის შესახებ:
მან 7 წლისამ დაიწყო მსახიობობა თოჯინების თეატრში.
მისი პირველი როლები გახლდათ ფილმებში: „ცეცხლის ძალა“ (2002), „ბეთმენი: დასაწყისი“ (2005), „სოკო“ (2007), „ცისარტყელას ნათება“ (2009) და „ყველა კარგი ბავშვი“ (2010).
თავდაპირველად, იგი ჯოფრის როლის შემსრულებლად არ იყო დამტკიცებული. იგი მხოლოდ დუბლიორი უნდა ყოფილიყო სხვა მსახიობისა, რომელსაც თინეიჯერი მეფე უნდა ეთამაშა. თუმცა, მან მოულოდნელად განსაკუთრებულად მოაწონა თავი ფილმის შემქმნელებს. დევიდ ბენიოფი ამბობს: „სინჯების დროს მან თითქოს, იფეთქა და უცებ გახდა ყველაზე საზიზღარი თინეიჯერი პლანეტაზე.“ ეს მართლაც ასეა.
როგორც თავად ამბობს, მისი შთაგონება ჯოფრის როლის შესასრულებლად იყო ხოაკინ ფენიქსის მიერ „გლადიატორში“ შესრულებული კომოდუსი.
* * *
ჯეკის ფავორიტი სცენა „სამეფო კარის თამაშების“ პირველ სეზონშია, როდესაც იგი არიას მეგობარ ბიჭს ემუქრება. „ეს სცენა ძალიან მომეწონა, რადგან სწორედ აქ დაინახა მაყურებელმა ჯოფრი პირველად ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია.“
2012 წელს მან თქვა, რომ განზრახული აქვს, „სამეფო კარის თამაშების“ დასრულების შემდეგ მსახიობობას თავი დაანებოს, რათა აკადემიურ კარიერას უკეთ მიაქციოს ყურადღება. „ვითამაშებ, როგორც მოყვარული. მაგრამ, ვფიქრობ, პროფესიონალური მსახიობობა არ მსურს. მინდა, ფილოსოფიის ლექტორი გავხდე.“ 2014 წელს სერიალში მისი მუშაობის დასრულების შემდეგ მან კვლავაც დაადასტურა, რომ მიატოვა მსახიობობა.
იგი მზად არის, ამისათვის მსახიობის დიდი შემოსავალიც კი დათმოს: „მსახიობობით ისე ვეღარ ვიღებ სიამოვნებას, როგორც ადრე. ამას ადრე მეგობრებთან ერთად გასართობად ვაკეთებდი, მაგრამ როცა თავის რჩენა ამაზე ხდება დამოკიდებული, ეს დამოკიდებულებას ცვლის. ვფიქრობ, ეს ის არ არის, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება მინდა. ამიტომ, დავთმობ დიდ შემოსავალს იმისათვის, რომ მე ვიყო ბედნიერი იმ საქმეში, რაც მეყვარება.“
* * *
ჯეკმა სრული სტიპენდია მიიღო პრესტიჟულ უნივერსიტეტში Trinity College. იგი ფილოსოფიასა და თეოლოგიას სწავლობს.
ამჟამად ასევე თამაშობს თოჯინების თეატრში, მუსიკალურ წარმოდგენებში.
ჯეკმა დააარსა Collapsing Horse Theatre Company, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი თავადაა.
მას ძალიან უყვარს ლეკვები. ერთი „ვაინი“, რომელშიც იგი ძალიან თბილად ეფერება პატარა ლეკვს, ნამდვილად დაგაფიქრებთ, ისევ ისე გძულთ თუ არა ჯოფრი.
ის რეპავს. გადაღებების დროს, გამუდმებით ართობდა თავის კოლეგებს. სოფი ტერნერი სიცილით ამბობს: „იგი ვინი პუჰზე რეპავდა… მისი სიმღერის სახელი იყო Got Monies and Honies.“
* * *
ჯეკი ძალიან კარგია სპორტში.
ყველაზე საშინელი ხასიათის როლის მიუხედავად, გლისონს ბევრი ფანი ჰყავს. „ისინი ძალიან თბილები არიან ჩემ მიმართ. არავინ მოსულა და გაურტყამს ან დაუყვირია ჩემთვის როლის გამო,“ ამბობს ჯეკი.
ჟურნალი Variety-ს კრიტიკოსმა მას „ეკრანის დიდი აღმოჩენა“ უწოდა.
* * *
23 წლის გახდა დღეს ჯეკი(ჯოფრი)