ვაჰ ახლა მოვრჩი მე12 სერიას და სიტყვები არ მყოფნის.
ძალიან მაგარია.
ყოჩაღ გადარეულ ვაჩოვსკებს.
აიაი თითქოს მატრიცას, ქლაუდ ატლასის და იქსმენის ნარევია რაღაცა, მაგრამ კი მაგარია
პერსონაჟები ძალიან კარგია
იუმორი საერთოდ გენიალური
ქასთი მშვენიალური
სცენარი კარგად ჩახლართული. ანუ ისე ჩახლართეს, რომ მერე კარგადაც გახსნეს და არა ისე, რომ ხვდები რომ სცენარისტებიც ვერ ხვდებიან საით მიდიან ჩახლართვით.
და ნუ არაჩვეულებრივად გადაღებულია ეს ყოველივე.
ერთი ქუდი არ მომწონს, სულ ვახტები ხოლმე ;დ რამე უფრო ორიგინალური მოუხდებოდა. შეცვალონ მეორე სეზონში კარგი იქნება ;დ
აიაი ლიტო რომ ეუბნება უილს სექსი გვქონდაო და მერე უილის რეაქცია იყო რაღაცა ხოხმა.. საერთოდ ლიტო ამ სერიალის მარგალიტია