#44820124 · 8 Jun 2015, 01:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Entertainment Weekly-სათვის მიცემულ ინტერვიუში, სერიალის აღმასრულებლემა პროდიუსერმა, დევიდ ბენიოფმა განაცხადა, რომ ისააკ ჰემსთიდ-რაითი, ბრან სტარკის როლის შემსრულებელი, მე-5 სეზონში ტელეეკრანებზე არ გამოჩნდება. ვინაიდან, გასულ სეზონში, ბრანისა და მისი მეგობრების ისტორია წიგნის რეალურ შინაარსთან შედარებით სწრაფად განვითარდა, ამჯერად მათ თანაგუნდელთა მოცდა მოუწევთ. თუმცა, პროდიუსერი მაყურებლებს დაჰპირდა, რომ სტარკის ეკრანებზე დაბრუნება ყველასთვის დაუვიწყარი და მასშტაბური მოვლენა იქნება.
|