მოკლედ კარგა ხანი ვუტრიალე ამ სერიალს
2-3 ჯერ დავიწყე ადრე ყურება,მაგრამ პირველმა სერიამ არ დამაინტერესა და მივაგდე
არადა სულ აჟიოტაჟი იყო რომ ამხელა შეფასება არცერთ სერიალს არ აქვს (თითქოს ამის ჯიბრზე მეზარებოდა ნახვა

)
ხოდა იმ დღეს ვაიძულე თავი პირველი სერია მენახა
მერე ნელნელა მოაქვს და მოაქვს
მეოთხე-მეხუთე სეზონს მივაკვდი ამ შაბათ-კვირას
(ძალინ ძლიერი სეზონები იყო)
იმდენად ჩამთრევი აღმოჩნდა, დამაინტრიგებელი
ყველა პერსონაჟისკენ ხარ რაღაც მომენტში
ყველა გენანება მოსაკლავად
გინდა რომ ვოლტერს ბოლომდე უგულშემატკივრო, და აი თითქოს ამართლებ პირველ შეცდომაზე,მეორეზე,მესამეზე
მაგრამ როცა ხვდები რომ ყველაფერზე წამსვლელია $%^-ურად,მერე სიმპათიები ქრება ნელნელა
საიდან დაიწყო და სადამდე მივიდა. არადა რომ გაჩერებულიყო რაღაც ეტაპზე ხომ იქნებოდა მშვიდად.
მაგრამ აი ბოლო კადრია ყველაფერი, იმხელა ვნება,ჟინი და "მუღამი" ჰქონდა თავისი საქმის მიმართ, რაღაც მომენტში შემშურდა კიდეც

ეგრე უერთგულო საქმეს, იშვიათია. (თუმცა ეს არ ამართლებს მის ჩადენილ სისულელეებს)
რამხელა გარდასახვა მოხდა უოლტერში, ვფიქრობ და ვერ ვხვდები
ყველა ადამიანში შეიძლება ეგეთი მკვლელი და ყველაფერზე წამსვლელი მასტი იმალებოდეს, თუ ეგეთი ხდები რაღაც მოვლენების მერე.
მაიკი ერთერთი ფავორიტი პერსონაჟია,პატივისცემას რომ იმსახურებს ისეთი.
სოული გიჟი, გადარეული
სქაილერის მიმართაც დადებითად ვიყავი განწყობილი
ნუ ჰენკის ტიპაჟზე ვგიჟდები
ვიღნავლე მაგის სიკვდილზე

საბოლოოდ ვოლტზე უარყოფითი ემოციებით დავრჩი.
ჯესიზე პირიქით.
მაგრამ ეგ ორი ერთად რომ მოგენატრება, ის მომენტია)))
მოკლედ, იდეალური სცენარი, ქასთიც მშვენიერი
საყვარელი სერიალების სამეულში მეორე ადგილზეა
This post has been edited by Scoorp on 15 Feb 2017, 12:29