ერთი თვის წინ დავიწყე თავიდან და კარგად მივყევი ყველაფერს
პირველი სამი სეზონი ძაან მაგარია ! რაც შეეხება მეოთხეს და სცილას, ცოტა უაზროდ გაწელილი მომეჩვენა.
მაჰოუნი რატომ დარჩა იმ აგენტ ფელიციასთან ვერ მივხვდი, როცა მთელი სამი სეზონი ჩანს რომ ცოლი უყვარს.
დავიწყე მეოთხე და გამიკვირდა ლინკის და სოფიას ამბავი, კიდეც ციხიდან გაქცეული სარა რომ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას. ან არავინ მოიკითხა ან არ დასდევდნენ ან რა მოხდა ვერ გავიგე

ვერ მივხვდი მაიკლი ციხეში მისულ ლინკს რატო არ დაელაპარაკა, როცა მანამდე წერილი გამოუგზავნა და მიახვედრა რომ ცოცხალი იყო.
ტიბეგს რატომ გაუკეთა ოპერაცია. მთელი სერიალის მანძილზე, ყველაზე მეტად ეგ არ ევასებოდა და მაგას არ ენდობოდა და ამ შემთხვევაში რა ხდება?
ტიბეგის გაკეთილშობილებაზე ძაან მეცინება, ყველაზე დადებითია ლამის მეხუთეში
კელერმანის სიკვდილი იყო უაზრო. მანამდე ხმა გაიგო, იარაღი ამოიღო, ჩადო, ღია დატოვა უჯრა და გააგრძელა წვენის მომზადება
ფრანკლინი და მაიკლიც დიდად არ მეგობრობდნენ, უბრალოდ გამოიყვანა ციხიდან, შემდეგ სუკრესთან ერთად იმ ფულის მოტეხვაც დააპირა (რომელიც საბოლოო ჯამში ტიბეგმა წაიღო

), მერე ფრანკლინი მაჰოუნს პირდებოდა სკოფილდს დაგაჭერინებო. ბოლოს კი მიიყვანა კელერმანთან სცილას გადასაცემად, მაგრამ რა მინდა ამით ვთქვა, - არასდროს ქონიათ ისეთი ურთიერთობა რომ იქ გაყოლოდა ლინკს მაიკლის დასახმარებლად

სუკრე წავიდოდა (ლინკს რო არ გამოეგდო), მაჰოუნიც წავიდოდა, მაგრამ ფრანკლინი არამგონია.
და კიდევ, სარას ქმარი მგონია პოსეიდონი.
მოკლედ, უამრავი კითხვა მაქვს და ველოდები მე7 სერიას

და იმედს ვიტოვებ სარა ბოლომდე არ დააბოლა ქმარმა და არ დაიჯერა შეთხზული ზღაპარი.
IF YOU CAN'T SUPPORT US WHEN WE LOSE, DON'T SUPPORT US WHEN WE WIN. ♥ A.C. Milan