ნელ-ნელა იმედები მიცრუვდება ამ სერიალის მიმართ
საოცარი დასაწყისი იყო და ნელ-ნელა კარგავს აღებულ რითს. შეიძლება იმიტომაც რომ თავიდან მინისერიალად იყო ჩაფიქრებული და შემდეგ, რეიტინგის გამო რამდენიმე სეზონიან სერიალად გადაწყვიტეს რომ ექციათ.
პირველი იმედგაცრუება ტაირელი/ტირელი/ ტარიელი/ტარასა თუ რაც იქცა, რავიცი
ერთი ჩვეულებრივი ემოცირი ოპორტუნისტი აღმოჩნდა, ცივსისხლიანი, შორსმჭვრეტელი, მანიპულატორი ტაქტიკოსის ნაცვლად
ელიოტის ამნეზია, აი ემ ნოტ ბაინგ ით
რატომ დაავიწყდა მაინცდამაინც მისი მამა და და, მაგრამ მშვენივრად ახსოვს მთელი ცხოვრება ანჟელა. ამ სერიაში აჩვენეს რომ ანჟელა დარლის აშკარად კარგად იცნობდა და როგორ დავიჯერო რომ ელიოტთან ერთხელ მაინც არ ახსენა?
რაც შეეხება მრ.რობოტის მამობას: შეიძლება მ.რ-მა უბრალოდ მიატოვა ბავშვობაში ელიოტი და მისმა ქვეცნობიერმა რაღაცა ალტერნატიული რეალობა შექმნა, რომელშიც მამამის კი არ მიუტოვებია, არამედ დაიღუპა, შეეწირმა ევილ კორპს. . ამით გაამართლა მამამისის საქციელი და ცხოვრების აზრად შურისძიება დაისახა. ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური მომენტია, მარა ბევრი რამე არ ჯდება რომ ეს თეორია გამოვიყენოთ
ამნეზიის თეორია არ მომწონს. უბრალოდ შანსი არ არის დარლინს სადმე არ ეხსენებინა მათი და-ძმობა, ან მამაზე სიტყვა ჩამოეგდო, არ ჯდება რ ღაც ლოგიკის ფარგლებში, თუმცა რა ლოგიკას ვითხოვ სერიალია
ეს ამნეზიის ჩაკვეხება უფრო გავდა მცდელობას, თითქოსდა სცენარისტები დასხდენ, იმსჯელეს, მიხვდნენ რომ გაორების თეორიას ყველა, განსჭვირდა, არაორიგინალურები ხომ არ გამოჩნდებოდნენ, ამიტომ რაიმე ექსტრავაგანტულის მოგონება გადაწყვიტეს ვა ვოლა, წარმოიქმნა ამნეზიის იდეა. ვერ გამოვიდა, მაინცდამაინც ოჰოჰო
ამნეზინიანი ჰაკერი, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპანია უნდა ჩამოანგრიოს, ქომ ონ, არ მჯერა. ამელა კომპანიას წესიერი პროგრამისტები არ ჰყავს, რომ ვიღაც არასტაბილური ტიპი შეაჩერონ, კაი რა
ყურებას მაინც გავარგძელებ, მუსიკა, მსახიობდა თამაში, ოპერატორის შესრულება ყოველთვის უმაღლეს დონეზეა.
არც ისეთი ცუდია როგორიც ახლა მე ზევით დავწერე, რომ ჩვეულებრივი სტანდარტული სერიალის მოლოდინი მქონოდა. უბრალოდ პირველმა სერიებმა, ზედმეტად მოლოდინი შემიქმნა, მაღალი სტანდარტები დააწესა და ამიტომაა რომ იმედი გამიცრუვდა.
მრ.რობოტს წლის მამის ნონინაცია ეკუთვნის ნამდვილად
This post has been edited by Demetrius on 15 Aug 2015, 22:17