მეორე სეზონის 2ვე სერიას ვუყურე..... პირველი სერია მაგარი არეული იყო... მეორე თითქოს შედარებით დალაგებული...
საერთოდ, ცოტა სხვანაირი იყო წინა სეზონთან შედარებით.... ანუ იქ ელიოტი იყო ყველაფერი... და აქ ახლა, მის გარდა დარლინის და ანჯელას ხაზი ვითარდება... 2ვე გოგო მაგრად მომწონს და მიხარია, იმედია ბევრი საეკრანო დრო ექნებათ...
იმ ექსექიუთორს რეები ჩაუტარეს სახლშიიიიიიიი

სახლმა რევოლუცია მოუწყო ქალს და გააძევა

მოკლედ, ძალიან მომწონს.... ასე სწრაფად დიდი ხანია არ გასულა დრო, ფილმის/სერიალის ყურებისას.... არადა თითქმის არაფერი არ მომხდარა, მაგრამ მაგარი საინტერესოა და ჩამთრევია..... მეტი მინდოდა
ასევე, უნდა ავღნიშნო ოპერატურა და ფერებიიიიიიი.... სტატიკური/უმოძრაო კამერა კალათბურთის თამაშის დროს და მოძრავი/მოთამაშე ტიპები... და ის ტიპი ქუჩაში, მილიონებით გატენილი ჩანთებით... და ის კადრები ამ კაცის თავი რომ ჩანს მხოლოდ ფოკუსში, და მის გარშემო ხალხი და ხეები, მწვანე ფოთლები, შუქები, ფოკუს გარეშე, გადღაბნილი.....
"I feel I stand in a desert with my hands outstretched, and you are raining down upon me."
"You are allowed to lose a little bit of control. But sometimes it's just not good enough."
"Qué guapa vas, joder!"
"Poppins, you flirt."
"But you're so sweet, like a cupcake" "What about us?"