ტიტლიკანა სერსეის ნახვით იმედგაცრუება ვიგრძენი, ვიზუალურად არ მომეწონა დიდად, სცენამაც დამაბნია, არ ვიცოდი რას ვგრძნობდი, ურთიერთასაპირისპრო სურვილები მქონდა
აუ ის დედაო რა ჟუტკი ქალია, საშინელი
მირცილა შემეცოდა მაგრამ დორანის ბრალია, უნდა მიმხვდარიყო რომ სენდ სნეიკები ასე ადვილად არ დანებდებოდნენ
მეორე შანსი არა კვატი, მანამდე მაინც უნდა მოეცილებინა სანამ მირცილას გაამგზავრებდა
თან ისინიც რა ჩათლახები არიან, ტრისტანის ბედი ვაფშე ფეხზე დაიკიდეს
სანსასთან დაკავშირებით იმედი გამიჩნდა, ძლივს რაღაც სიამამაცისმაგვარი გამოაჩინა გოგომ, დარწმუნებული ვარ რომ ეგენი გადარჩებიან
აუ მელისანდრა რა საზიზღარი ქალია, როგორ მოხია ეგრევე, მაინც ვერ მივხვდი ეგ ჩვეულებრივი აფირისტია თუ რა არის, მაგრამ ვფიქრობ თუ ჩვეულებრივი შარლატანი არ არის
მაშინ აუცილებლად სნოუს გამო დაბრუნდა კედელზე, თავიდანვე საეჭვოდ ებღლარძუნებოდა, იქნებ მიხვდა საბოლოოდ რომ სნოუა აზორ აჰაი და არა ის ძუნძგლიანი სტანისი, იქნებ ის ბავშვიც იმიტომ მოაკვლევინა რომ სნოუს აღსადგენად ძალები მოგროვებოდა

სნოუს სიკვდილზე აღარაფერს ვამბობ, მაგან დამშოკა წიგნშიც და სერიალშიც
ისადა ვისაც სნოუს გაცოცხლების არ ჯერა, და ამბობენ კონტრაქტი არ გაუგრძელესო რა გგონიათ ამხელა ინტრიგას ასე მარტივად გადაგვიწყვეტდნენ და გვეტყოდნენ კი ბატონო სნოუ ცოცხლდება და აგერ კონტრაქტია მაგის დასტურიო

მე არ ვამბობ რომ აუცილებლად გაცოცხლდება, კაცმა არ იცის რა დაარტყამს თავში სცენარისტებს და მარტინს, მაგრამ ლოგიკა რომ კონტრაქტი არ გაუგრძელეს და უეჭველი მოკვდაო სისულელეა
თანაც წიგნში მელისანდა თავიდანვე კედელზე დატოვა სტანისმა, სერიალში თან წაიყვანა მაგრამ საბოლოოდ მელისანდრა ისევ კედელზე აღმოჩნა ზუსტად სნოუს სიკვდილის მომენტში, რაღაც არსებობს რა

)
ხო კხალისი საერთოდ ფეხზე მეკიდებოდა რომ არა დრაკონები და ტირიონი მის გარემოცვაში
ძლივს გამოუჩნდა ვიღაცა ვინც ნორმალურ რჩევებს მისცემს და ეგ კიდე სადღაც ჯანდაბაში დაიკარგა, დროგო ისეთი დასუსტებულია კხალასარისგან ვერ დაიხსნის ეჭვი მაქვს
არადა, ცხოვრება ისეთივე მშვენიერია, როგორც სიტყვა "თავისუფლება".....................