ჯორჯ მარტინმა განაცხადა, რომ წიგნების და სერიალის ღამის მეფე სხვადასხვა პიროვნებაა
"ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" მკითხველთათვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა სერიალ "სატახტოთა თამაშებში" გამოჩენილი ღამის მეფე იყო თუმცა, სერიალში ღამის მეფის არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ ღამის მეფის პერსონაჟი წიგნებშიც გვევლინება.
"წიგნებში ღამის მეფე ისეთივე ლეგენდარული პიროვნებაა, როგორც ლან ჭკვიანი ან ბრანდონ მშენებელი და არა პიროვნება, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოაღწია."-განაცხადა ჯორჯ რ.რ. მარტინმა.
წლების მანძილზე "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" ფანები მსჯელობდნენ, თუ ვინ იქნებოდა წიგნებში ღამის მეფე. ეს კომენტარი არ ანადგურებს არცერთ თეორიას, მაგრამ ამტკიცებს, რომ წიგნებისა და სერიალის ღამის მეფეებს შორის არავითარი კავშირი არ არის.
წიგნებში ღამის მეფე არის ღამის ებგურის მე-13 ლორდ-მეთაური, რომელსაც შეუყვარდა ქალი, რომლის გარეგნობაც თეთრი მოხეტიალის აღწერილობას ემთხვევა და სავარაუდოდ, იყო კიდეც მოხეტიალე.
სერიალში ღამის მეფე ორჯერ გამოჩნდა. პირველად მეოთხე სეზონის სერია "ფიცისმცველში", სადაც მან ჩვილი ბავშვი მოსიარულედ აქცია. ხოლო მეორედ მეხუთე სეზონის სერია "ჰარდჰოუმში", სადაც სხვა მოხეტიალეებთნ ერთად გამოჩნდა და შემდეგ დახოცილები გააცოცხლა.