ჯეიმის და მირსელას სცენა იყო საშინლად ხელოვნური და ამ უკანასკნელის სიკვდილი სრული უაზრობა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად არ გვანახეს, როგორ მოკვდა, არ არის გამორიცხული ბრონმა (რაღაც დანიშნულება ხომ უნდა ჰქონდეს მის გადარჩენას, გარდა იმისა, რომ მაყურებელი კარგ ტიპად აღიქვამს) ანტიდოტის შესახებ თქვას, მიაბრუნონ გემი და როგორღაც გადაარჩინონ, რაც კიდევ უფრო დიდი სისულელე იქნება (მაგრამ სცენარისტების ხელში არ გამიკვირდება). მოკლედ, ან მოკვლა რა იქნება ან გადარჩენა...
სერსეის ვერ ვიტან, მაგრამ ნამდვილად არ გამხარებია მისი ფაბლიქ შეიმინგი, სერსეიზე მეტად ფანატიკოსები და ბრბო არ მეხატება გულზე.
თვითონ სცენა კარგად გადაიღეს, დამაჯერებელი იყო.
რობერტ სტრონგი
ბოლტონებმა სტანისის არმიას (თუ მისგან რაც დარჩა) ალყა რომ შემოარტყეს კარგი ბრძოლის მოლოდინი მქონდა და...
ვერ ვხვდები ბრიენას მიერ სტანისის მოკვლა რატომ არ გვანახეს, აქ რაღა საჭირო იყო "ინტრიგა".
რემზი

reek მოკვდა, თეონი დაბრუნდა

მირანდას გადაპერტყების სცენა მესიამოვნა, მაგრამ უფრო საზიზღარ სიკვდილს იმსახურებდა.
არიას სცენა ძალიან მოკლე იყო, ეჩვენებინათ როგორ დაგეგმა ყველაფერი, მაინც არ გამოუვიდათ მოულოდნელობა, ადვილი მისახვედრია, რომ არიაა.
კიდე ბევრი რამ არ მომეწონა, მაგრამ მეზარება გაგრძელება.
ორი რამ მომეწონა მთელ ეპიზოდში:
1. ვარისის დაბრუნება და დიალოგი ტირიონთან.
2. დოთრაკიელების გამოჩენა
პ.ს. არ იდარდოთ ჯონზე, მელისანდრას ისე უბრალოდ არ დააბრუნებდნენ.