ფრეები ვერ წავლენ ბოლტონის წინააღმდეგ. ძლიერი ბოლტონი მაგათთვის ერთადერთი გარანტია არსებობის.
ტაივინი მოკვდა, აღარ ყავთ სხვა მფარველი.
ყველაზე ძლიერი ლორდია, მაგრამ ორი სამეფო ყავს გადამტერებული

აქ ჩასვრილ სიტუაციას რას გაუგებ და წიგნის მიხედვით ძალიან საინტერესო მდგომარეობაშია ბეილიში.
არინები დაიმორჩილა საბოლოოდ. ძალით ვერ მოტეხეს და ახლა თვითონ უმეგობრდება ყველას. თან ძალიან მალე ისეთ ლორდს დასვამს, რომელიც ბეილიშის ერთგული იქნება ფინია ძაღლივით.
სადღაც 20 000 მეომარი შეუძლია ხეობიდან გამოიყვანოს.
ასევე ბეილიშს გადასცეს ჰარენჰოლი და მდინარის მიწები დაუქვემდებარეს.
იქაური ლორდებისთვის ბეილიში არც მეგობარია და არც მტერი, ნეიტრალურიდან იწყებს.
და გეგმაში ჩრდილოეთის დაკავებაა სანსას გამოყენებით(მესამე სამეფო მიყოლებით

).
ჰოდა ამ ორი სამეფოს ლორდების გულის მოსაგებად რა შეიძლება გაკეთდეს იმაზე მეტი, ვიდრე საერთო სიძულვილის ობიექტი, ფრეი და მისი ოჯახი დაკიდოს კვერცხებით?
გარდა ორი სამეფოს ლორდების გულის მოგებისა, ორ დიდ ციხეს(რივერანსა და ტყუპებს) და უმდიდრეს მიწებს იღებს.
და ტირელები არ წავლენ ამის წინააღმდეგ, ბეილიში მათი მეგობარი და მოკავშირეა, ლანისტერების მეგობრები კი პოტენციური მტრები.