ასეთ ნაგავში ფულს რატო ხარჯავს ივანიშვილის ბიჭი არ მესმის

... ლევან დაბრუნდაშვილია ამის და ტიფლისის რეჟისორი, მოკლედ რატო ენდობა ასე ძალიან ბერა ამ რეჟისორს არ მესმის. უახლესი აპარატურები აქვთ, ფულიც ბლომად იდება პავილიონების აშენებაში, კოსტიუმების შეკერვაში და ყველაფერი არის უვარგისი. კასტი ისეთი უნიჭოა რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ასეთი მსახიობები ჯობია დააბა და სახლიდან არ გამოუშვა რომ კიდევ რაიმე სერიალში,ფილმში თუ სპექტაკლში არ მიიღონ მონაწილეობა

... სცენარისტიც მემგონი ისევ ჩვენი ლევანია

!!! ან ეს რა დიალოგებია, არაფრის მომცემი სრული უაზრობა... მოკლედ არაფერი არ ვარგა ამ სერიალში, უახლესი აპარატურის გარდა და როგორც ყოველთვის GDS - ს ჩვევია ''ტიფლისის'' თამადობით კიდევ ერთი იდიოტური სერიალი დაიდო... ვისაც მსგავსი სერიალები მოგწონთ და აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას, რომ რაიმე კარგი და ხარისხიანი მიიღოთ და ამ სერიალს მიიჩნევთ ასეთად, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!.. მაგრამ ჩემი აზრი მაინც დავაფიქსირე... იმედია ბერა დაიწყებს ღირებული სერიალების თუ ფილმების ყურებას, რომ თვითონ გამოიტანოს დასკვნა რა ნაგავს ქმნის მისი ტელევიზია. ბოლოს მინდა მივმართო იმ ხალხს რომლებიც ამბობენ რომ საქართველოში მსგავსი ხარისხის სერიალები არ ყოფილა და ამიტომ უნდა მოიწონოთ და ა.შ... მოკლედ IMDB - ს საუკეთესო სერიალებს გადახედეთ, უყურეთ რომ ნახოთ რა არის სერიალის სწორად დაგეგმვა და შექმნა, ამაზე მთელი მუშაობა მიდის... და ვიღაცა უნიჭო ლევანი გამოდის და სცენარებს გვიწერს და ვითომ სერიალს ქმნის, როცა სცენარი ერთ-ერთი უმთავრესი რამაა და სიფრთხილით მოკიდება უნდა როგორც ძალიან ბევრ დეტალს რაც ზემოთ ჩამოგითვალეთ... ძალიან გამიგრძელდა სიტყვა მაგრამ ლევანს დიდი სიამოვნებით ვეტყოდი რომ, მისი დონის და ხედვის მქონე ადამიანი არ უნდა ეკიდებოდეს ისტორიულ სერიალებს, როგორიც ქერჩია და ტიფლისი... და არამარტო ისტორიული სერიალები, მან ჯერ კინოს სიყვარული უნდა ისწავლოს, მარა სიყვარული იქით იყოს ხელფასი კაი ბლომად ექნება და აიღოს და იყოს

... ვინც წაიკითხა ჩემი პოსტი აი იმას ერთ ფილმს და ერთ სერიალს ვთავაზობ, იმედია ნანახი გაქვთ-
SAVING PRIVATE RYAN 1998 წელი 5 ოსკარის მფლობელი ფილმი
http://adjaranet.com/Movie/main?id=309 BAND OF BROTHERS 2001 წელი - დღესაც პირველ ადგილზეა IMDB -ს სერიალების რეიტინგში
http://adjaranet.com/Movie/main?id=1000580&serie=1აი ამ ორს უყურეთ პირველ რიგში და მერე დალშე არის კიდე ფილმები მსგავს თემაზე და ვისაც სურვილი ექნება პირადში
This post has been edited by GeorgeWayne on 3 Dec 2015, 16:19