ახლახანს დავამთავრე ყურება
ნამდვილად დიდებული სერიალია
თავისი მსახიობებით, მუსიკით, გადაღებით
ნუ მოკლედ ყველაფრით
ისეთს ვეღარაფერს დავწერ რაც აქამდე არ დაწერილა
მაგრამ ერთი ის არის რომ მესამე სეზონს არ ექნება ისეთი ეშხი როგორიც ამ სეზონებს ჰქონდა თავისი პერსონაჟების გამო
ისეთი რა უნდა მოხდეს რომ ისევ ესე ჩამითრიოს და დამაინტერესოს როგორც წინა სერიებმა
ჭკვიანი კაცი იყო პაბლიტო
სხვა მხრივ ამხელა იმპერიას ვერ ჩაუდგებოდა სათავეში
ჭკვიანი იყო მაგრამ ამასთანავე ჯიუტი და სწორედ ამ სიჯიუტემ დაღუპა
სულ ვფიქრობდი რატო არ იღებდა თავის ფულს და ოჯახთან ერთად სადმე მშვიდად საცხოვრებლად რატომ არ მიდიოდა
მაგრამ ის მომენტიც არის რომ ერთ დროს ჩვეულებრივი კოლუმბიელი ღარიბი ბიჭი ამხელა ძალაუფლებას ესე მარტივად ვერ შეელეოდა
შეიძლება უარესს სიკვდილსაც იმსახურებდა ესეთი მონსტრი მაგრამ მთავარი მაინც ისაა რომ მან თავისი ასე თუ ისე მიიღო
გამორჩეულად მომეწონა კარილიოს პერსონაჟი
ძალიან ძლიერი კაცი იყო
სისასტიკეც ჰქონდა და რაღაც მომენტებში ზედმეტებიც მოუვიდა მაგრამ ასეთ ხალხთან ომში სხვანაირი უბრალოდ ვერ იქნები
ამასთანავე სერიალში ატმოსფეროც არაჩვეულებრივადაა დაჭერილი
ისეთია კოლუმბიაში ცხოვრებას რომ მოანდომებს კაცს
და ყველაზე მეტად გამოსარჩევია ინტრო
აი სხვა სერიალებზე ყოფილა დაწყებისას რომ გადამიხვევია შესავალი ნაწილი მაგრამ
ამ სერიალის ყველა სერიაზე ვიჯექი და სიამოვნებით ვუყურებდი ამ წუთ ნახევრიან შედევრს