schatz_87შვილი ამბობს თავი მოიკლაო, მარჯვენა ყურზე ქონდა ნატყვიარიო. ოჯახის წევრებს გვასწავლა თავის მოკვლა როგორ უნდაო (სასაცილოდ ჟღერს :დ), თუ დაგვიჭერდნენ მაგის მტრები რო არ ვეწამებინეთ და თავი მოგვეკლა ეგრევეო, ხოდა როგორც გვასწავლა ზუსტად ისე მარჯვენა ყურზე ქონდა ნატყვიარიო.
ძალიან საინტერესო ინტერვიუა, არ ვიცი ამ თემაში დევს თუ არა, მაგრამ ნაღდად ღირს ყურება.
ტელეფონით არ ლაპარაკობდა არასდროს და სულ გვაფრთხილებდა ტელეფონით არ გველაპარაკაო იმ დღეს კიდე როცა მოკლეს 7-ჯერ დამირეკა მე ვუთიშავდი და მაინც რეკავდაო და წელავდა დროს ლაპარაკში, მოსმენებით ლოკაცია რო დაედგინათო.
კიდევ ბევრი საინტერესო დეტალებია.
ნუ პირველი ორი სეზონი მართლა ძალიან მაგარი იყო და როგორც უმეტესობას დიდი იმედები არ მქონდა მესამე სეზონზე, მაგრამ საბედნიეროდ შევცდი და ძალიან გაასწორა მესამე სეზონმა.
ესენი უფრო მაგრები იყვნენ რაღაც პონტში, იყო პაბლო ესკობარი ეგ ერთია, მარა ესენი როგორ ჩათლახურადაც მართავდნენ საქმეს ეგ ვაფშე სხვა ლეველია, ყველა დეტალი გათვლილი ქონდათ ტიპებს, მართლა ძალიან პროფები იყვნენ თავიანთი საქმის.
მესამე სეზონს თავისი მუღამები აქვს, აღარ არის ერთი პაბლო ესკობარი და თავისი კარტელი, ამ სეზონში სხვა მომენტებზეც კარგადაა ყურადღება გამახვილებული, პენიას და ელჩის დიალოგი თუნდაც, ტიპებმა იცოდნენ რომ პრეზიდენტი კარტელის დახმარებით მოვიდა სათავეში და კრიშავდა მაგათ, მაგრამ თავიანთი ინტერესების გამო პროსტა აიგნორებდნენ, ჰაუს ოფ ქარდის ელემენტებიც იყო მოკლედ :დ
კიდევ სხვა რაღაცეებზეც შეიძლება დაწერა, უბრალოდ ახლა ლიგაა და არ არის მაგის დრო :დ
მოკლედ, სამივე სეზონი ძალიან დონეა, საინტერესოა მეოთხე ელ ჩაპოზე თუ იქნება, თუ მაგაზე გადაიღეს ვგონებ, ესკობარზე არანაკლებ საინტერესო იქნება :დ
მოკლედ, ძალიან კმაყოფილი დავრჩი