=-------= სპოილერი =-------=
ვიკმა მიიღო ის რაც სურდა, გადაურჩა სიკვდილს და ციხეს და მიიღო იმუნიტეტი ყველაფერი იმისთვის რაც გაუკეთებია, თუმცა დაკარგა ის რაც ქონდა - ოჯახი, გუნდი და საყვარელი საქმე. საბოლოოს მიატოვეს ცოლმა და შვილებმა თან დაუმშვიდობებლად და როცა ფანჯრიდან იხედება პოლიციის სირენების ხმაზე ნაღვლიანი თვალებით, ხვდები რომ ვიკ მექისთვის იმ ატმოსფეროსგან შორს, შარვალ-კოსტუმში გამოწკეპილი ყოფნა კასტრაციაა და მეტი არაფერი და ამის გაანალიზების შემდეგ აშკარაა, რომ მსგავსი ყოფა შეიძლება ვერც კი სჯობდეს შეინის და რონის საბოლოო ხვედრს...
მოკლედ მოვრჩი და 10/10 შეფასებას ვაძლევ ულაპარაკოდ და გადამყავს ჩემ ტოპ2-ზე. აბსოლუტურად ყველა გემოვნებიან სერიალების მოყვარულს უნდა ჰქონდეს ნანახი.
ლემის მკვლელობის და შეინის ოჯახის ბოლო მომენტები იყო ზე-მძიმე და ზე-შოკი

ბოლოს აზიელ გამყიდველ გოგონას რო ელაპარაკა და ფული დაუტოვა

ჰქონდა შეინს სიკეთე, მაგრამ უკვე გვიანი იყო..
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კრიმინალური დრამა, უმაღლესი დონის ქასთით, შესრულებით, სთორით, საუნდთრექებით და ა.შ
დასასრულზე მოვისმენ იდეებს