ძალიან მაგარი სეზონი იყო, ბევრად უფრო რეალური და ნაღდი ვიდრე პირველი სეზონი.
ამ სეზონში პერსონაჟები იყვნენ რეალობასთან მიახლოვებული და დასასრულიც უფრო რეალური იყო.
რასტი პირველ სეზონში ძალიან მაგარია, მაგრამ არ არის რეალური ტიპაჟი, მესიანისტური პერსონაჟია, (ჰეგელის სიბრძნით, ჩაკ ნორისის ძალით და ბუდას სიმშვიდით დაჯილდოვებული

) როგორი ტიპებიც არ არსებობენ, არაფერი არ ავალდებულებს და მაინც ბნელ ოთახებში შედის, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. ბოლოც შესაბამისი აქვს პირველ სეზონს, ძლიერი ტიპიდან კიდევ უფრო მაღლდება რასტი და თავის ერთადერთ მინუსს ნიჰილიზმსაც დაძლევს და თეთრ ხალათში პირდაპირ ციდან მოვლენილ მესიად გვევლინება
მეორე სეზონში არ არის მესიანისტური პერსონაჟი უფრო ჩვეულებრივი ხალხია თავისი სისუსტეებით და დადებითი თვისებებით, სამი პერსონაჟი იღუპება საკუთარი სისუსტის გამო, ვუდრო შანტაჟს გადაყვება რათა არ გამჟღავნოს საკუთარი ბუნება, რეი საკუთარი შვილის სიყვარულს, ფრენკი კი სიამაყეს და სიჯიუტეს რითიც გაქაჩა ამდენ ხანს კრიმინალურ სამყაროში და რის გამოც დაიღუპა უდაბნოში.
ბრილიანტები არაფერ შუაშია ფრენკი ვერ დაბრუნდებოდა ვენესუალაში ცოლთან უფულო ლუზერად და კოსტუმ გახდილი
რეის ეუბნება ფრენკი ვერ გავიქცევი და ვერ დავტოვებ ესე ყველაფერსო, ცოლი ორჯერ ეუბნება ფრენკს 200 ათასი აიღე და წავიდეთო, ფრენკს ფული ჰქონდა რომელიც ეყოფოდა, ფრენკი იძახის მე იმისთვის არ მიშრომია ამდენი წელი რომ მაღაზიის მენეჯერი ვიყოო.
ამ სეზონში რომ ბევრი პერსონაჟი გადარჩენილიყო თან მილიონებით ამხელა მაფიასთან დაპირისპირების შემდეგ და თან ყველა ცუდი ტიპი დაეპატიმრებინათ ან მოეკლათ მაშინ სახელი უნდა შეეცვალად და true detective-ს ნაცვლად american dream დაერქვად
This post has been edited by Isaac Clarke on 11 Aug 2015, 16:21