მეც მომწონს ობერინი. ჭკუიანი და გემრიელი კაცი. მისი მდგომარეობის პატრონს, შეეძლო საერთოდ არ გარყეულიყო დორნიდან და უზრუნველად ეცხოვრა, ან მარტო გართობას გადაყოლოდა, მაგრამ ამან მოსინჯა და არ მოიკლო არაფერი. კიდეც გაერთო, კიდეც ისწავლა, კიდეც იომა... თავისი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ყველაფერში გამოსცადა, რაც უნდოდა. საინტერესო პიროვნებაა ნამდვილად. რაღაცნაირად ბედაურივითაა-თამაშ-თამაშით რო დადიან ლამაზი, ჯიშიანი ცხენები, ცეკვა-ცეკვით. თითქოს ესეც ეგრე აკეთებდა ყველაფერს )
ტირიონი - რა თქმა უნდა -სჭირდებოდა. კი, იყო პირადი სიმპათია, როგორც ასევე გონიერი ადამიანის მიმართ, მითუმეტეს, მისი საძულველი ტაივინი ჯუჯას დიდად არ სწყალობდა, მაგრამ არც ისეთი, რომ მისთვის თავი გაეწირა. ობერინს სურდა ტირიონის დავალდებულება, გამოყენება და ამით დორნის საქმის გაკეთება (მისი კიდევ ერთი პლიუსი-არაა მმართველი და არც იქნება, მაგრამ ზრუნავს დორნზე). პა ხოდუ, გამოიყენა შანსი, შებრძოლებოდა მთას. ვერ დავიჯერებ, რომ ეს მისი შურისძიების ერთადერთი შანსი იყო. მთის მოკვლა მას სხვანაირადაც შეეძლო. თან ამ ბრძოლაში ობერინი არ გამოდიოდა, როგორც დის დამცველი-ეს არ იყო მისი პაეძინაკ ჩესწი, ეს ტირიონის პაეძინაკი იყო. მაგრამ შანსი გამოიყენა-ტირიონის დავალდებულების+გადარჩენის+თავისი შოუმენობის. დაღუპა თავის თავში დარწმუნებამ. ვერ გათვალა მთის ძალა და რისკები (ბრონისგან განსხვავებით) და არცთუ უსაფუძვლოდ-ხო იგებდა თავიდან... მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?

ტაივინი მაინც მოწამლა ამასობაში.
ტირიონის გადარჩენა ალბათ შეიძლებოდა გაპარებით. თუ მაინც სიკვდილით დასასჯელი იყო, გაეპარებინათ, როგორც ეხლა. მართალია, ვეღარ გაამართლებდნენ, დანაშაული ავტომატურად დაუმტკიცდებოდა და მტრად გამოცხადდებოდა. შესაბამისად ობერინისთვის ფასს კარგავდა. თუმცა, თუ ტირიონს გააპარებდნენ იმ იმედით, რომ ქვეყნის გარეთ ეძებნა და შეეკრიბა მოკავშირეები... რიავიცი-რიავიცი... შეიძლება იყო სხვა ვარიანტიც, მაგრამ ობერინს ამაზე ბევრი აღარ უფიქრია(ან იფიქრა და ვერ მოიფიქრა) და არჩევანიც აღარ დატოვა