ე.ი. დოკდოს კინოფესტივალიდან წამოღებული შთაბეჭდილებები:
ნუ, პირველ რიგში ის, რომ ცხოვრებაში პირველად გამიმართლა და მოვიგე ხორცის შესაწვავი გრილი
მინდოდა სამსუნგის ტელეფონიც მომეგო, მაგრამ იღბალმა მეტი აღარო, გეყოფაო

ვჭამე კიდევ ერთხელ კიმბაბი და ამჯერად მომეწონა

პირველად საშინელება მეჩვენა და ეტყობა ახლა ნაცნობი გემო იყო და მაგიტო მომეწონა ^_^
ამ ორი დღის მანძილზე ვნახე 4 ფილმი.
1. Beauty Inside
ამ ფილმს მთავარი გმირი პერსონაჟი არ ჰყავს. უფრო სწორედ ჰყავს, მაგრამ სადღაც 20-მდე
ისტორია საინტერესო იყო, სასაცილო/საყვარლობა მომენტებიც კარგი იყო

ჩემი საყვარელი ოპებიც ბლომად ეყარა

2. Ode To My Father
კარგი დრამაა.ისტორიაა ერთ კაცზე, რომელიც კორეის ომის დროს ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადმოვიდა და გზაში მამა და და დაკარგა. კარგადაა ასახული რა სიღარიბე და დეპრესია გამოიარეს კორეელებმა ომის მერე, მოგვიანებით როგორ იპოვეს თავიანთი დაკარგული ნათესავები და ა.შ. ვისაც ცრემლების ღვარღვარი გინდათ ან ძალიან გულჩუყი ადამიანი ბრძანდებით, მაშინ უნდა უყუროთ.

3. Spellbound
დიდი ვერაფერი, მაგრამ სახალისო იყო. რომანტიკა + საშინელებათა ჟანრია. მთავარი როლის შემსრულებელი გოგო personal taste-ის მერე აღარსად მინახავს და აქ მეუცნაურა, თავიდნა ვერც ვიცანი.
4. Assassination
ეს ძალიან მომეწონა. სიმპატიური აჯოშებიც არიან. გამაკვირვა jeon ji hyeon-მა, ცანცარა სონგ იოს მერე თუ სხვანაირი შეიძლებოდა ყოფილიყო ვერ წარმოვიდგენდი

ჰო, ამას გარდა cheer up დავამთავრე. reply 1997-ის ბოლო სამი სერია დამრჩა და გული არ მიმიწევს რო დავამთავრო
იმდენი რამე მაქვს ვოჩ ლისტში რომ საიდან დავიწყო ხოლმე არ ვიცი და მერე მივადგები ონგოუინგებს ისევ