Currently Watching ....
Signal _ tvN (2016)ეპიზოდების რაოდენობა: 16ჟანრი: კრიმინალური, დეტექტივი , მისტიკა, თრილერიკიდევ ერთი არხი რომელიც საინტერესო სერიალებს იღებს- tvN ( OCN , jTBC, tvN - ეს სამი აბრევიატურა საკმარისია ხოლმე რომ რამე ნორმალურის მოლოდინი მქონდეს) რაღაცა საინტერესო სტარტი ჰქონდა 2016-ს რამოდენიმე ახალი სერიალი რაც ვნახე თითქმის ყველა საინტერესო ჩანს. სიგნალიც ესეათია. სავარაუდოდ ტივიენის ერთ-ერთი კარგი სერიალის Nine: Nine Times Time Travel-ის მსგავსი საინტერესო რამ გველის წინ. სერიალი რეალური სერიული მკვლელობების მიხედვით არის რომლებსაც 80-90-იანებში ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უმეტესობა მათგანი დღემდე გაუხსნელია. სიუჟეტი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის გარშემო ვითარდება რომლის არსებობის აუცილებლობაც ახალმა კანონმა გამოიწვია , კანონის მიხედვით 2000 წლამდე ჩადენილ ყველა გაუხსნელ საქმეზე ხანდაზმულობის ვადა ერთდროულად უნდა შეჩერდეს. სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი რომელიც რამოდენიმე გამომძიებლისგან შედგება ესეთი საქმეების ხელახალი გამოძიებით არის დაკავებული.

Park Hae Young თავსატეხების მოყვარული ახალგაზრდა დეტექტივია კარგი ანალიტიკური აზროვნებით. ბავშვობაში დანაშაულის მნიშვნელოვანი მოწმე გახდა და ამაოდ ცდილობდა მიეწვდინა ხმა გამოძიებისთვის რომელიც მცდარ კვალზე დგას და საერთოდ სხვა მიმართულებით მიდის. წლების შემდეგ როცა უკვე ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე სულ რაღაც სამი დღეა დარჩენილი გაურკვეველი გარემოებების წყალობით ძველი რაციით ახერხებს უკვე გარდაცვლილ დეტექტივ ლი ჯე ჰანთან დაკავშირებას რომელიც წარსულში 80-იანებში , დროის სხვა მონაკვეთში იმყოფება და სწორედ იმ საქმეს იძებს.

Lee Jae-Han ... დეტექტივი წარსულიდან (მომავალში გარდაცვლილია მაგრამ ჯერ არ ვიცით როგორ რატომ და რა ვიტარებაში) რომელიც რაციით ახერხებს დეტექტივ პარკ ჰე იონგთან დაკავშირებას და იძიებს იმ დანაშაულებს რომლებიც გაუხსნელია მომავალში მაგრამ მის აწმყოში ჯერ კიდევ გამოძიების პროცესში...

Cha Soo-Hyun გამოცდილი გამომძიებელია რომელიც ლი ჯე ჰანის ყოფილი პარტნიორია და მასთან ერთად ბევრ საქმეზე მუშაობდა.
მოკლედ ესეთი ამბავია ორი დეტექტივი აწმყოდან და ერთი დეტექტივი წარსულიდან ერთობლივად იძიებენ საქმეებს რომელთა უმეტესობა ჯერაც გაუხსნელია და იმ შემთხვევაში თუ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი მის გახსნას ვერ შეძლებს დამნაშავე უბრალოდ თავისუფალი და დაუსჯელი დარჩება. საინტერესო რამეა ... ძალიან მაინტერესებს მიზეზები რის გამოც პარკ ჰე იონგი და ლი ჯე ჰანი ახერხებენ ერთმანეთთან დაკავშირებას.
Signal (Rus Sub)Signal (Eng Sub) * * *
..................................................................................................................................................................................................
..................................................................................................................................................................................................
Currently Watching ....
Neighborhood’s Hero _ OCN (2016) და აი ისიც ჩემი საყვარელი OCN ახალი დრამით Neighborhood’s Hero... რათქმაუნდა როგორც კი გამოვიდა სერიები სასწრაფოდ მოვიმარაგე სასუსნავი და ჩავუჯექი. იმდენად ვარ მიჩვეული ამ არხისგან ძალიან შთამბეჭდავ დასაწყისებს პირველი 10 წუთი ვფიქრობდი გამეგრძელებინა თუ არა იმიტომ რომ მეგონა ძალიან ბანალურ მელოდრამას ვუყურებდი გაწელილი კადრებით მაგრამ მადლობა ღმერთს მოთმინების უნარი კი მაქვს ოხრად, ერთი 15 წუთის შემდეგ ისევ დავფიქრდი მეთქი ხო ნამდვილად ოუსიენის დრამას ვუყურებ თუ რაღაც კომედია ჩავრთე შეცდომითთქო... მაგრამ არცისე ცუდი იყო და ისევ გადავწყვიტე ცოტა მომეთმინა, ხოოდა მერე დაიწყო საინტერესო ამბავი OCN-ის სტილში. მოკლედ სერიალი საიდუმლო აგენტებზეა. ერთ-ერთი საიდუმლო ოპერაცია გაურკვევლი მიზეზების გამო ჩაიშალა და მთავარი გმირი ციხეში აღმოჩნდა , ციხიდან გამოსული იწყებს თავის კითხვებზე პასუხების ძებნას და უცნაური ბარის მფლობელი ხდებაა... ბარი შეიძლება ითქვას და ცალკე დამოუკიდებელი პერსონაჟია სერიალის, მემგონი მთელს ამ 2 სერიაში სწორედ ეგ აურა მომეწონა რაც ბარში ტრიალებს. პირველი ორი სერიის შემდეგ დავასკვენი რომ Local Hero ცოტათი განსხვავებული იქნება ტრადიციული თრილერებისგან რასაც ეს არხი აკეთებს ხოლმე და იქნება ბევრი კომედია და სავარაუდოდ რომანწიკებიც რაც დიდად ვერ მეჭაშნიკა და 20 ეპიზოდიც მებევრა მაგრამ ჯანდაბას ავიტან როგორმე.
პერსონაჟებს რაც შეეხება:

Baek Shi Yoon ყოფილი საიდუმლო აგენტი, ციხიდან შურის საძიებლად გამოვიდა ოღონდ ჯერ არ იცის შური ვისზე უნდა იძიოს

ჯერჯერობით ვერ დავადგინე კომედიური პერსონაჟია თუ ტიპიური "ყოფილი აგენტი" .. ნუ რაც არის ძალიან ჰშვენის. გამეხარდა რომ დაუბრუნდა ტელევიზიას და კიდე უფრო მიხარია ჩემმა ფავორიტმა არხმა შებერტყილი ნეტზენები რომ დაიკიდა და მთავარ როლზე დაამტკიცა

Choi Chan Gyu პოლიციელობაზე ოცნებობს მაგრამ ვერცერთი გამოცდა ვერ ჩააბარა და იძულებულია დათანხმდეს ერთ-ერთი პოლიციელის შემოთავაზებას და ერთ-ერთ საჯარო მოხელეს უთვალთვალოს იმის დასადგენად იმსახურებს თუ არა პრემიას. Lee Soo Hyuk-მა სასიამოვნოდ გამაოცა უნდა აღვნიშნო. იმ კატეგორიას მიეკუთვნება სამოდელო სააგენტოდან რომ მოადინა ზღართანი ტელევიზიაში და არც გამოცდილება აქვს და არც "მონაცემები" რამე ოუსიენისთვის შესაფერისი პერსონაჟი რომ დადოს მაგრამ ამიტომაც მიყვარს ეს არხი რაღაცნაირად ყველას მის ადგილს მიუჩენს ხოლმე. მემგონი თავისი პერსონაჟი აპოვნიონეს ბიჭს... გუდ ჯობ .

In Tae Ho ტიპიური კორეელი პოლიციელი... ჩემთვის ცოტა უცნაური იყო Jo Sung Ha-ს ესეთ როლში ხილვა იმიტომ რომ მემგონი პირველად ვნახე როლში როცა ამდენს იცინის აქამდე გაღიმებულიც კი არსად მინახავს ყველგან სერიოზული "დასტო" როლები აქვს ხოლმე. როგორც ყოველთვის აქაც შეუდარებელია.

Bae Jung Yeon ახალგაზრდა სცენარისტია რომელიც ბარში მიმტანად მუშაობს (რომელიც სავარაუდოდ მომავალში ჩვენი ახლადგამომცხვარი გმირების ისტორიების მიხედვით დაწერს სცენარს) ჯერჯერობით ყველაზე ნაკლებად იური მომწონს , მემგონი თავი ისევ გერლს ჯენერეიშენში ჰგონია და სერიალში რომ მონაწილეობს ვერ გააცნობიერა ჯერ კიდევ.

Yoon Sang Min ... ყველა სერიალს სჭირდება "ცუდი ბიჭი" ... ეს ჯერჯერობით ცუდი ბიჭია მაგრამ იმდენად სასაცილო ცუდი ბიჭია რომ ეჭვი მაქვს უფრო ცუდები აწი უნდა გამოჩდნენ
მოკლედ ორი სერიის მონაცემებით ჯერ სულ ესაა...
Local Hero (Rus)Local Hero (Eng) * * *
......................................................................................................................................
......................................................................................................................................
......................................................................................................................................
Currently Watching ....
One More Happy Ending _ MBC (2016)ეპიზოდების რაოდენობა: 16ჟანრი: რომატიკა, მელოდრამა, კომედია2015-ში იმდენი რომანტიკული კომედია გამოვიდა და ისეთი უვარგისები ნერვი აღარ მქონდა და არც ვაპირებდი უბრალოდ მიყვარს ესე ბალზაკის ასაკის ქალებზე გადაღბული სერიალების ყურება თან ქასთი საინტერესოდ მომეჩვენა რამოდენიმე დრამატროლის სქრინსაც გადავაწყდი და საკმარისი აღმოჩნდა ჯანდაბას ჩავრთოთქო.... ჯერ მხოლოდ ორი სერიაა გამოსული მაგრამ იმდენი ვიცინე გუშინ ღამით ყურებისას მეთქო აქამდე სად ვიყავი. კარგი სანახავი იყო ეს ორი ეპიზოდი არც მოსაბეზრებელი , სახალისოც და შიგადაშიგ საკმაოდ აზრიანი ცხოვრებისეული "ჩართვებთ" ... მოკლედ იმედია ესე გააგრძელებენ.

პერსონაჟებს და ისტორიას რაც შეეხება: სერიალი ოთხი მეგობრის იტორიაა ჰან მი მო (Jang Na Ra) წარსულში პოპულარული გოგონების ჯგუფის ენჯელის არცისე პოპულარული წევრია, თუმცა მას შემდეგ რაც ჯგუფი დაიშალა დიდი დრო გავიდა და მიმომ საკუთარი " მოწოდება" იპოვა ის საკონსულტაციო ცენტრის მფლობელია რომელიც განქორწინებულ ადამიანებს მეორე შანსის პოვნასა და შესაფერის პარტნიორთან შეხვედრაში ეხმარება. თავად ერთხელ უკვე მოახერხა დაქორწინება და განქორწინებაც და აქტიურად ეძებს მეორე უკვე ბედნიერ "შანსს"... გო დონგ მი (Yoo In Na) ენჯელის კიდევ ერთი ყოფილი წევრია რომელიც სკოლაში მასწავლებლად მუშაობს და ამაოდ ოცნებობს ცხოვრების მეგზურის პოვნაზე... და ჯონგი (Yoo Da In) მი მოს თანამშრომელი და მისი მეგობარი ასევე ენჯელის ყოფილი წევრია. და ჯონგი ამაოდ ცდილობს შეინარჩუნოს ოჯახი და ყოველ ჯერზე უარზეა მეუღლის წინადადებაზე განქორწინდნენ და თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ. ჰონგ ა რანი (Seo In Young) ენჯელის მეოთხე წევრია რომელიც კვლავ გასართობ ინდუსტრიაში მოღვაწეობს და წარმატებული მოდელია , დაინიშნა კიდეც მაგრამ იმდენად აფრთხობს იმის გაცნობიერება რომ თავისუფალ ცხოვრებას უნდა გამოემშვიდობოს მზად არის მიატოვოს საქორწინო სამზადისი და გადაიკარგოს...

კიმ გონ ჰაკი (Kim Tae Hoon) და ჯონგის ქმარია რომელიც ამაოდ ცდილობს განქორწინებაზე დაითანხმოს მეუღლე. სუ ჰიოკი (Jung Kyung Ho) რეპორტიორია რომელიც ცნობილ ადამიანებზე ინფოებს აგროვებს, მარტოხელა მამაა და როგორც მისი შვილი ამბობს არასოდეს გამოსდის გოგონების შებმა. გუ ჰე ჯინი (Kwon Yool) სიმპატიური ექიმია რომელზეც ყველა პაციენტი ჭკუას კარგავს...
სავარაუდოდ მამრებს კიდევ უნდა შეემატოს რამოდენიმე პერსონაჟი მომდევნო ეპიზოდებში. სერიალში ასევე ბევრ კარგ მსახიობს იხილავთ პატარ პატარა სახალისო როლებში. მოკლედ კარგი დასაწყისი იყო თუ ზედმეტად არ გააუბედურეს და ესე შეინარჩუნებენ მშვენიერი რომანტიკული მელოდრამა გამოვა.
One More Happy Ending (Rus) One More Happy Ending (Eng) This post has been edited by E madame on 28 Jan 2016, 19:10