ხალხო, მეხუთე სერიას უყურეთ? დასაწყისში რა ხდება, ვინ როგორ გაიგეთ? პირველი 10 წუთი
მეორეჯერ ვუყურე ეხლა და გავიგე როგორც იქნა ყველაფერი :|
რეთვოთერში ჩადის წამლისთვის. ხედავს სკალპების ჩამბარებელ ბარმენს და ბევრ ცუდ ტიპს ბარში, რომლებმაც დაიჭირეს ოჯახი _ კაცი მოკლედ, ქალი გააუპატიურეს და შვილს ეს ყველაფერი აყურებინეს.
ღამეს გაათევს ბინძურ მოტელში და მეორე დილას უკანა გზაზე ხვდება ის პუტკუნა ბავშვიანი ოჯახის ფურგონი. ბიჭი მოაძახებს, რეთვოთერში მივდივარო და ამას შიში გაუჩნდება, ამ ოჯახსაც არ დაემართოს რამე. გამობრუნდება და ფურგონში აღმოაჩენს სისხლს. გონია, რომ საფრთხეშია ეს ოჯახიც, მააგრამ თურმე ესენიც სკალპების შემგროვებლები არიან და ის სისხლი რეალურად ათლილი სკალპების იყო.
ბრუნდება სახლში, სადაც წამალი უნდა მიიტანოს, მაგრამ ვერ მიუსწრო. ყველა მოკვდა.
ძალიან დრამატული, ლამაზი კადრი იყო ყვავების ამოფრენა საკვამურიდან და მუსიკა ამ ყველაფრის ფონზე

მაგრამ ამ მეცხრამეტე საუკუნის წუპაკ ფრიჩერს რა უნდა, ვერ გავიგე მაინც
This post has been edited by NUMB on 28 Jun 2016, 12:41