GOVENროგორც წერია ნომერი იწყება ფლეშპოინტამდელი ვოლი ვესტის ჩვენებით რომელიც კიდ ფლეშის კოსტუმშია გამოწყობილი.
ის სპიდფორსში იყო დაკარგული და მთლიანად არაა დაბრუნებული. ეძებს ვინმეს ვინც მას ბოლომდე დააკავშირებს ფიზიკურ სამყაროსთან.
მან იცის, რომ დისის სამყარო წყვდიადმა მოიცვა. ის ხვდება, რომ ვიღაცამ მათი ცხოვრების 10 წელი მოიპარა და ყველაფერი ფუნდამენტურად შეცვალა (new 52).
ის მოგზაურობს დისის სამყაროში და ყველას ამოწმებს ბეტმენიდან ატომის ჩათვლით. არის რაღაცები რაც გაარკვია.
დარკსაიდის ომის ივენთის დროს ბეტმენმა გაიგო რომ, არის არა ერთი, არამედ სამი ჯოკერი.
ნაჩვენებია მოხუცი კაცი სახელად Johnny Thunder რომელი JSAს წევრია. როგორც ჩანს JSA არსებობდა, მაგრამ ვიღაცამ ყველაფერი გაააკეთა, რომ სამყაროს გადაავიწყდა მათი არსებობა.
პოლიციის ოფისში მისტიური ქალი ჩანს. მას თან აქვს ლეგიონის (legion of superheroes) ბეჭედი.
ატომი ანუ იგივე რეი პალმერი მიკროსამყაროშია გამომწყვდეული და მან ზომის შესაცვლელი ქამარი რიან ჩოის დაუტოვა მის დასახმარებლად. New 52-მდე ეს ორი მენტორი და მოსწავლე იყვნენ და ახლა მათ შორის კავშირი ისევაა.
ტედ კორდი ჩანს ხაიმე რეიასთან ერთად. მას შემდეგ რაც ხაიმე მიდის ტედს დოქტორი ფეიტი უახლოვდება. ვინაიდან და რადგანაც new 52ში ფეიტი earth 2ზეა ეს თავდაპირველი ფეიტია.
ჯესიკა კრუზი ახალი მწვანე ლამპარია და ჰალი მას სინესტროზე ელაპარაკება.
აქუალედი ბრუნდება და ის ცისფერია.
დარკსაიდის ომიდან დიანა იგებს, რომ მას დაკარგული ტყუპი ძმა ყავს.
დარკსაიდი თავიდან დაიბადა, როგორც superwoman-ის შვილი.
სავარაუდოდ new 52ს სუპერმენს კლავენ.
new 52ს ოლივერი და ბლექ ქენერი ერთანეთს არ შეხვედრიან, მაგრამ ღამით ისინი იმ გრძობით იძინებენ რომ ვიღაც დაკარგეს.
new 52-მდელ სუპერმენს (რომელიც convergerence-ს გადაურჩა) კაპიუშონიანი კაცი უახლოვდება.
აქუამენი მერას ხელს სთხოვს.
ამ დროს ვოლი მიდის ლინდა პარკთან (თავის ცოლთან) მაგრამ ლინდაც კი ვერ ახერხებს მის დაბრუნებას.
შემდეგ ის ხედავს new 52ს ვოლი ვესტს და ხვდება რომ მათ შორის რაღაც კავშირია. ასევე ხვდება რომ თუ მალე არ დაუკავშირდება ფიზიკურ სამყაროს სპიდფორსთან
გაერთიანდება და მალე მოკვდება.
ბოლოს ის პოულს ბარის, მაგრამ ბარისაც არ ახსოვს. ის ნებდება და ის ისაა სპიდფორსში გაუჩინარდეს უცებ ბარის ახსენდება რაც მას გადაარჩენს და ფიზიკურ სამყაროსთან დააკავშირებს.
უოლი ბარის უყვება რაც მოხდა ფლეშპოინტამდე და ბარი საკუთარ თავზე იღებს ბრალდებას რომ new 52 ცვლილებები მისი ბრალია. მაგრამ როგორც ირკვევა ეს ბარის ბრალი არაა. ეს სხვისი ბრალია ვისაც მათი დასუსტება უნდოდა.
new 52 იგივე სამყაროა რაც ფლეშპოინტამდე იყო, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლილია და ახლა თავდაპირველ სახეს უბრუნდება.
უოლი ამბობს, რომ ახლოვდება ომი მისტიურ არსებასთან.
ბეტმენი ბეტქეივში ნახულობს ყვითელ მბრწყინავ ნივთს.