ფბ-ზე ვნახე ამას წინათ:
''ბებია გახდა ავად. მოვიდა ექიმი, ხანშიშესული კაცი, გასინჯა, დაელაპარაკა, ისეთი არაფერია, ნუ გეშინიაო, შინაური არაყი და ხილი გამოუტანეს და, შეჭიკჭიკებულმა, ასეთი ამბავი მოყვა:
ინსტიტუტი რომ დავამთავრე, კახეთში გამანაწილეს, ერთ სოფელში, იმდენ ხალხს მარტო ვემსახურებოდი, პედიატრიც ვიყავი, ქირურგიც, სტომატოლოგიც, აკუშერიც და, ზოგჯერ, ვეტერინარიც, სახლი მქონდა, ეზო, ხეხილი და საქათმეში თორმეტი ინდაურიც მყავდაო.
ერთ მშვენიერ დილას გამოვაღე საქათმის კარი და სადღაა შენი ინდაურები, ქურდი შემომძვრალიყო ღამით და თორმეტივე წაეყვანაო.
გავბრაზდი რომელია, გადაყოლილი ვარ ამათ და როგორ მაკადრეს, ქურდობა ასე არ უნდა, მე თქვენ გაჩვენებთ სეირსო.
საქათმე ინდაურის სკორეთი იყო სავსე. შევაგროვე სკინტლი, კარგად გავახმე, დავფქვი და პაციენტებს წამალთან ერთად, მცირე პორციებით, შეღავათიან ფასად ვაძლევდი, ახალი პარაშოკია, ყველაფერს უხდებაო. წუენით არავის აწყენდა და ვიღაცებს არგო კიდეც. ვიღაცები მოდიოდნენ, ექიმო, ის თქვენი ახალი წამალი კიდევ მოგვეცით, გვიშველაო. სკინტლის ფულს ცალკე ვინახავდიო.
ჰოდა, ეს დაფქული სკორე რომ გამითავდა, ფული დავთვალე, ინდაურებზეც მეყო და მომრჩა კიდეცო.''
ხოდა, სკინტლებზე ეგრე აგდებით ნუ ლაპარაკობთ რჲააა...
ჩარლი დაბრუნებულა. ზეგზუალური მუხლებით.