მაგარი ტრეილერი გამოუვიდათ ულაპარაკოდ
კარგს არაფერს ველოდები რა თქმა უნდა, მაგრამ სანახაობრივი მაინც იქნება იმედია.
სასპოილერო არაფერი დამიწერია, ასე რომ...
რაც ტრეილერიდან ჩანს:
1. სნოუ აშკარად მკვდარია, დავოსი იცავს და სავარაუდოდ მელისანდრა აცოცხლებს (თუმცა შესაძლოა რაიმე სხვა ვარიანტიც იყოს, მაგალითად ძველი ღმერთები). ხმლით ხელში ბრძოლაში აშკარად სნოუა.
2. მერცელა მოკვდა, რაც უზარმაზარ აბსურდში გადადის. დორანი და მთელი დორნი ჩარეცხეს. რატომ? ხ.ზ
3. 0:23 ალბათ სტანისს წვავენ, სხვაზე არ შეწუხდებოდნენ. ე.ი სტანისმაც დაგვტოვა.
4. 0:34 ქალისი ტყვედ, ვეის-დოთრაკში. ესაც აბსურდული სცენაა.
ჯერ ერთი დრაკონის გვერდზე მისი პატრონი დაატყვევო...
მეორეც, თუ როგორც მონა ისე მიყავთ, გარეგნობისა და ასაკის გათვალისწინებით რომელიღაც მეთაურის პირადი "განძია", რა უნდა დანარჩენ მონებთან.
თუ იცნეს ვინცაა და ადგილობრივ "მოხუცთა თავშესაფარში" მიჰყავთ, ქალისის ასე არავინ მოექცევა.
5. 0:44 - ესაა ის, რასაც ვფიქრობ?
ერთი გემის ეკიპაჟია სულ ეს ხალხი და ცოტა არ იყოს მასშტაბები "შეეშალათ"
სხვა ვარიანტი კი არ მაქვს როსთვის უნდა შეკრებილიყვნენ ასეთ ადგილას.
6. სანსა და თეონი ცოცხლებია, თან არც რაიმე ტრავმა ეტყობათ

7. 0:55 - სერსეი ბრჭყალებს აჩენს? უაზრო სცენაა იმის გათვალისწინებით, რომ ბეღურების ხელშია ქალაქი.
თუ ამ დროისთვის ბეღურები უკვე მოაჭკვიანეს, სხვა საქმეა.
8. ახალ გიგანტ გვარდიელს (მეიდ ინ კვიბერნის ლაბორატორია? ) თვალები რა პონტში უჩანს?
9. 1:00 - ექვსნი რატომ არიან?
და როდის მერე იბრძვიან ლორდები გლეხის აბჯრით?
ამხელა მიწის პატრონ სტარკს ფარზე, ჩაფხუტზე და ყველაზე უბრალო მეტალის ფირფიტებიან აბჯარზეც არ ეყო ფული?
ამდენი ბრძოლის მერე ერთი ჟანგიანი ჩაფხუტი და ფარის ნატეხი მაინც ვერსად მოძებნა? კარგით რა...
10. 1:01 როგორც ჩანს გუშაგები ცდილობენ სნოუსთან შეღწევას და ამის მერეა ის მომენტი, დავოსი რომ ხვდებათ ხმლით.
11. 1:07 ალბათ ეს ბრძოლაა რამდენიმეგან ნაჩვენები, ბოლტონი vs სნოუს საძმო?
ამათ თუ ბოლტონი დაამარცხეს, რამხელა აბსურდია ვერ გადმოვცემ ვერანაირად. არადა კი ჩანს როგორც დიდი ბრძოლა
12. 1:09 - თეონი ახლიდან ინათლება? სავარაუდოდ უკვე კუნძულებზეა და სავარაუდოდ ერთ-ერთი კანდიდატია. როგორ, რატომ... ამას ვნახავთ.
მანამ ძაღლებით ვინ დაადგა ვერ მივხვდი.
13. 1:10 ვის კლავს ბრიენა? სტანისის ჯარისკაცს გავს.
სხვა მოკლას და მიუგდოს სტანისის ნაცვლად აბსურდია, ბოლტონი იცნობს სტანისს.
14. 1:14 - სპაიდერ-მენი?

15. 1:15 - წესით როგორც უნდა მოხდეს ბრძოლა ბოლტონსა და დანარცენებს შორის, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ვიცი როგორ დეგენერატებს აბარიათ სცენარი...
16. 1:16 - საინტერესოა...
17. 1:17 ეს ვინაა და ვის დაეკარგა?
თუ გვარდიელია წინასწარ თქვით, შევემზადები სათანადოდ სანამ ვნახავ
18. 1:19 - ტირელები მოვიდნენ.
19. 1:22 - ეს ვატყობ წიგნის ერთ-ერთ საიდუმლოს ხსნის...