საქმე ისაა, რომ თავიდან დაიწყეს რეალობის აღწერა, მერე კი, სავარაუდოდ 2012 წლიდან ეზოპეს ენაზე გადავიდნენ

ბარათეონიო, ესთეტიკის სამინისტრო, ტელევიზია, ცოტნე პოლიტიკოსი, კაკაჩია, დუდუ, ბაბულიკები/მონტანები, ხინკლის კუჭები და ა.შ. არის პრიმიტიული უაზრობა.
გასაგებია, რომ ამით სატირული ფორმით პარალელის გავლებას ცდილობენ კონკრეტული ადამიანებთან, მაგრამ
1. ამ პერსონაჟების პროტოტიპები არ არიან საზოგადოებაში მრავლად წარმოდგენილი და უცხოა საზოგადოებისთვის, თავის დამახასიათებელ თვისებებიანად.
2. უმეტესად წარმოადგენს ფანტაზიის ნაყოფს და შორს არის რეალობიდან.
ანუ, თავიდან დაიწყეს, საზოგადოებაში არსებული პრობლემების სატირულად გადმოცემა. რაც მართლაც სასაცილო და დამაფიქრებელია, რადგან მსგავსს ადამიანებს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლება წააწყდე, ან თავად გახასიათებდეს მსგავსი ქცევები, ან გაწუხებდეს ან მიჩვეული იყო და ა.შ.
ხოლო ბარათეონზე და კაკაჩიაზე, რაზე უნდა გაგეცინოს და იღადაო? ან რაზე უნდა შეწუხდე?
რომ თურმე, ვიღაც ვასაძე, ივანიშვილი, მუხრან-ბაგრატიონი და ა.შ. თურმე დევდარიანის "აზრით", "შეიძლება" მასეთები იყვნენ?
ე.ი. რა სასაცილოა, ან რა ცუდია, რომ "ვიღაც" "შეიძლება" "რაღაცნაირი" იყოს.
თუნდაც რომ რეალურად მასე იყოს და ეს სცენარისტის მოფიქრებული, გინდაც გაბუქებული არ იყოს, არ მკიდია ვიღაც, ვისაც შეიძლება ცხოვრებაში არც შევხვდე, როგორ იქნება?!
ცალკე ეს "მოდელირებული ქრონიკის" მსგავსი გაზვიადებული პარალელური რეალობა - მღდვლები პარტიაში, ესთეტიკის სამინისტრო, კუჭების ბიზესი... არაა საინტერესო....