ძალიან "ტუპოი" სიუჟეტია...
პირველ რიგში, სადაა საფრანგეთის არმია?
მესმის მეფე ვერაა კარლოს დიდი და ვასალებს ვერ მართავს როგორც საჭიროა, მაგრამ... პარიზს სულ რამდენიმე ათეული კაცი იცავს და მორჩა? ეს გარნიზონისთვისაც ძალიან ცოტაა და დანარჩენი?
პარალელი რომ გავავლოთ, იმავე ეპოქაში პატარა ტაომ შეძლო 12 000 კაცის გაგზავნა ბიზანტიის დასახმარებლად და ამხელა საფრანგეთში 1200 კაცი აღარ შეიკრიბა? ვაბშე ნახსებენი არაა, რომ არმია არსებობს, ჩვენება კიდევ ჯანდაბას.
მეორე ტუპოი მომენტი ის კოშკებია, მდინარეს რომ კეტავენ.
იდეა კარგია, ვიკინგებს არ შეუძლიათ დრაკარების მიტოვება და თუ ვერ გაიარეს, მოუწევთ გაბრუნდნენ.
მაგრამ!
თითო კოშკში 100 კაცზე მტი არ ჩანს, ძირითადი მასა მსროლელები. კოშკს არანაირი არმია არ იცავს (10 მხედარიც რომ ყოფილიყო კოშკთან ახლოს, ლაგერტა ვერანაირად ვერ გადარჩებოდა).
კოშკზეა მოღალატე როლო და მისი ცოლი, საფრანგეთის პრინცესა.
1 მიზეზი დაასახელეთ ვინმემ, რატომ არ უნდა გადმოსხდნენ ვიკინგები, აიღონ კოშკი და ხელში ჩაიგდონ პრინცესა, შემდეგ კი პარიზში შევიდნენ, როგორც ადრე გააღებინა კარი რაგნარმა?
რა, პატარა კოშკს ვერ აიღებენ თუ დანაკარგის შეეშინდებათ? ამდენი შეაწყვიტეს უაზროდ პარიზის კედლებს და კიდევ მეტის შეწყვეტა მოუწევთ, კოშკთან დანაკარგი რა სახსენებელია.
მესამე ტუპოი მომენტი, დრაკარების გადათრევაა.
კი, პრობლემა არაა სურვილის შემთხვევაში, მაგრამ ასე რა უშლით ფეხით მიაღწიონ პარიზს?
ვინც არ იცის, დრაკარებს არ ტოვებენ, რადგან გაქცევის საშუალება უნდა ჰქონდეთ ნებისმიერ მომენტში. ჰოდა პარიზთან თუ საფრანგეთის არმია გამოჩნდა, როგორ გაიქცევიან დრაკარებით? ქვემოთ ჯაჭვი კეტავს მდინარეს! რა, ისე სწრაფად გადაათრევენ ნავებს ხმელეთზე, რომ კავალერია ვერ დაეწევათ? რა სიჩქარით ხდება გადათრევა, კი ჩანს...
მეოთხე ტუპოი მომენტი... სადაა კავალერია?
კავალერია ვიკინგების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური იარაღია, რადგან ნავებით ცხენებს ვერ მოიყვანენ, სრული უპირატესობა გაქვს. ვიკინგების გარშემო უნდა ტრიალებდეს ფრანგული კავალერია და ზღუდავდეს ყველანაირად, აქ უბრალოდ არაა.
მეხუთე...
საფრანგეთში 1 ცხენიანი კაცი არ მოინახა, რომელსაც ვიკინგებს გააყოლებდნენ რომ გაეგოთ, მართლა წავიდნენ თუ არა?
ან მჭიდროდ დასახლებულ საფრანგეთში ნავების თრევა ვერავინ შეამჩნია?
გრაფი ედი რატომ ჩარეცხეს ასე, მაგას თავიდანვე ვერ ვხვდები, კაცმა სახელი პარიზის დაცვით გაითქვა, მეფე გახდა...
ამდენი სისულელე ადრინდელ სეზონებში/სერიებში არ მახსოვს.