მოკლედ ჰოდორი რომ არა მაგარი ქინძობა სერია იყო
გრეიჯოების ამბავი ძალიან არალოგიკურად განავითარეს, გასაგებია რომ აირონბორნები ცოტა ვერ არიან მაგრამ ტიპი მოვიდეს და სიამაყით განაცხადოს თქვენი მეფე მოვკალიო და იმას ტაშით შეეგებო ძალიან არალოგიკურია, აი დამრჩა შთაბეჭდილება რომ ძალიან ბანძად დადგმულ სპექტაკლს ვუყურებდი, ეურონის როლის შემსრულებელიც არ მომწონს, რაღაც პუტკუჩა როჟაა, ვაფშე არაა ის ტიპი რაც წიგნში წარმომდგინა.
ბეილიშის გამოჩენა ცალკე მარაზმია, როგორ მოხდა რომ ბეილიში ისე შევიდა შავ კოშკში და ისე გამოვიდა რომ ჯონმა და მისიანებმა ვერაფერი გაიგო? უჩინმაჩინის მოსასახამი აქვს? სანსამ ცოტა კვერცხები კი გამოიბა რამზის გაკვეთილების მერე, მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ისწავლა, თანაც ეტყობა რომ ძალაუფლების წყურვილი კლავს და ჯონს არ ენდობა
დენის სცენები ხომ უკვე გულს მირევს, ასეთი არამდგრადი ხასიათის პერსონაჟი მეორე არ მინახავს, ნეტაი დრაკონებს სხვა ვინმე დაიმორჩილებდეს და ეგ ჩაკვდებოდეს
არიას სიუჟეტი საინტერესოა, მაგრამ ძალიან ნელა ვითარდება, არ მყოფნის სერიაში ერთი ორი კადრი
ბრანის სიუჟეტი ყველაზე მსუყე იყო, სამერის სიკვდილზე ჩამწყდა

და რაღაცეეები ვერ გავიგე, მირამ ჯოხით როგორ მოკლა ის ვოქერი? მანამდე ხომ ტყის შვილი არჭობდა შუბს მაგრამ ვერაფერი უქნა
სადამდე უნდა ირბინონ მირამ და ბრანმა, ფაქტიურად იმათ ხელში არიან ისევ, ქოლდჰენდა ყველა პონტში უნდა გამოჯნდეს და იმედია ბენჯენი იქნება
ანუ ტყის შვილები საბოლოოდ გაწყდნენ? მაგარი სულელები კი ყოფილან ისე
ყორანის გარეშე ეხლა რა უნდა ქნას ბრანმა, შეძლებს ნეტა დამოუკიდებლად წარსულში გადასვლას? თაუერ ოფ ჯოის ბლეშბექის გაგრძეებას ველოდები და ეგ მაინც გვანახონ
არადა, ცხოვრება ისეთივე მშვენიერია, როგორც სიტყვა "თავისუფლება".....................