დღესდღეობით სიმღერის პოვნა როგორ უნდა გაგიჭირდეს
შენ ეტყობა ჩემნაირი პერიოდი არ გამოგივლია.
მაშინ არც კომპიუტერი მქონდა და არც ინგლისური ვიცოდი.
რაღაც სიმღერას რომ მოვისმენდი სადმე, ბლოკნოტში ვინიშნავდი ტექსტს.
ამ დროს სულ სხვანაირად იწერებოდა ის სიტყვები
მერე როცა იქნებოდა, აღმოვჩნდებოდი ისეთ ვინმესთან ვისაც კომპიუტერი ჰქონდა და მახინჯი ინგლისურით მოვძებნიდი სიმღერას.
თუ ტექსტი დამევასებოდა, იმ ტექსტს ინტერნეტიდან ფურცელზე ხელით ვიწერდი.
მერე ჩავწერდი ამ სიმღერას დისკზე. დივიდი ფლეიერში შევაცურებდი დისკს და ემპეტრის ტელევიზორში ვუსმენდი
პახოდუ ძლივს გამოდიოდა დივიდის დისკის შესადები.