ჯეიმი შვიდ წელს მთებში, გამოქვაბულში გაატარებს, ინგლისელებს ემალება. მერე ჯენის ოჯახს რომ გაუჭირდება, აწი არ ჩამომახრჩობენო და ნათესავს ათქმევინებს თავის ადგილსამყოფელს, გასამრჯელოს ჯენისთვის მიაცემინებს. ციხეში კიდევ შვიდ წელს გააჩერებენ, მერე ინგლისში ერთი დიდებულის მამულში გადაიყვანენ გამოსაცდელი ვადით, (იქ, ცალკე შარს აიკიდებს

) ექვსი წლის მერე სახლში დაბრუნდება, ოღონდ Eგ მისი სახლი აღარაა, დაბრუნებითაც ვერ დაიბრუნებს, ინგლისელები საბაბს ეძებენ ქონება რომ წაართვან. ჰოდა, არის ასე მარტო, უყველაფროდ. ჯენი კი, როცა მთებში იმალებოდა ჯერ კიდევ მაშინ და დაბრუნების მერეც, ტვინს უჭამს ჯეიმის, ცოლი მოიყვანე მარტო ნუ ხარო. უნდა ამ დედაკაცს ძამიკოს გაბედნიერება, მისი აზრი კი არ აინტერესებს, ხან ვის ურიგებს, ხან ვის, არ ეშვება. ბოლოს, ძალიან რომ გამწარდება ჯეიმი, მარტოობით, უიმედობით ჯენის შტენილ ორჯერ დაქვრივებულ ქალს მოიყვანს ცოლად, ორი გოგონათი. მაგრამ ეს დედაკაცი ისეთი სულელი, ისტერიული და აუტანელი გამოდგება რომ ერთი წელიც ვერ გაუძლებს "ოჯახურ ბედნიერებას" და მიატოვებს. ედინბურგში წავა, იქ ალკოჰოლის კონტრაბანდის მეშვეობით არჩენს ჯენის ოჯახს და ამ დებილ ქალს შვილებითურთ. მოკლედ, მადლობა Dაიკოს.
აი, მაშინ დაბრუნდება კლერი, ჯეიმი ამ სულელურ ქორწინების შესახებ მოყოლას არ ჩქარობს, მითუმეტეს, ცოლის დაბრუნების გამო ის ისედაც ბათილად ითვლება. მაგრამ ლალიბროხში დაბრუნების შემდეგ, ძუკნა ჯენი, არიქა, წამართმევს ძმას კლერიო, თავად შეატყობინებს იმ ქალს ჯეიმის და მისი ცოლის ჩამოსვლას. იმ იმედით რომ განრისხებული კლერი ქმარს მიატოვებდა. მოხდება წარმოუდგენელი სკანდალი და სანამ ჯეიმი ცოლყოფილს უკან, თავის მამულში წაათრევს, ეს ჩვენი სულელი კლერი, ჯენის გულის გასახარად ქმარს მიატოვებს და გაიქცევა, გზაში ცხვირჩამოშვებული იმას განიცდის, ჯეიმი რატომ არ დამედევნა და უკან არ დამაბრუნაო
ამ საგიჟეთში ერთადერთი ნორმალური ადამიანი ჯენის უმცროსი, 16 წლის ვაჟი, იენი გამოდგება, რომელსაც ძალიან უყვარს ბიძა, კლერით, მისი გაცნობის შემდეგაა მოხიბლული (როგორ გაიცნობენ ერთმანეთს ედინბურგში, ეგ ცალკე ხოხმა ისტორია), მათი ერთად ყოფნა სურს, ის დაეწევა ამ ქათამს და მოუყვება რომ დაბრუნებულმა ჯეიმიმ კინაღამ მოკლა ჯენი (საწყენია რომ არ) ცოლის დადევნებას აპირებდა, მაგრამ გადარეულმა ქალმა ესროლა და დაჭრა.
კლერი უკან დაბრუნდება ჯენის და ლირის, ჰო, ის გომბიო სწორედ ლირია

გულის გასახეთქად. ქმარს მოარჩენს და მერე დაფიქრდება, თუ რა სისულელე ჩაიდინა, კლერია რა

მოკლედ, შერიგდებიან.
ლირის რაც შეეხება, სანამ ჯეიმიმდე მიაღწევდა, ორჯერ გათხოვდა, მანამდე ვიღაცასთან იმრუშა და განრისხებული ქმარი გემრიელად უტყაპუნებდა "არაქალიშვილს", მეორეც სცემდა. ორი გოგონა გააჩინა, ფერმაც ჰქონდათ, მაგრამ მაინც უჭირდა. ქმრებმა კაცები შეაძულეს, ჯეიმიზე გათხოვებამ იმაში დაარწმუნა რომ ეს კაცი არასდროს შეიყვარებდა, სექსიც არ ჰქონდათ ხეირიანი, მოკლედ, მოეცარა ხელი ცხოვრებაში. მარტო ფულს იღებდა ქმრისგან შვილების შესანახად.
კლერის დაბრუნებამ გაანადგურა და გააცოფა, ჯეიმის მოკვლაც სცადა.
საბოლოოდ, მოეჭრა თავი მთელს დუნიაზე, დარჩა შერცხვენილი, ცოლობიდან ჩამოლაბორანტებული, მისის ფრეიზერის ტიტულიც ჩამოერთვა.
მაგრამ ჯეიმიმ მისი და მისი შვილების შენახვა ითავა, სწორედ მაგას მოჰყვება მთელი ისტორია, რომლის შედეგად ამერიკაში, მანამდე კი იამაიკაზე მოხვდებიან კლერი, ჯეიმი, გაზრდილი ფერგუსი და იანი. ჰო, ფერგუსს ლირის შვილი მარსალი უყვარს და ერთად გაიპარებიან, ფრეიზერებს გაჰყვებიან გემით
წიგნში, ვერაფრით გამეგო რატომ არ მოუყვა ქმარს კლერი ლირის ნამოქმედარს, ან ის რატომ არ დაინტერესდა თუ როგორ ამოჰყო მისმა ცოლმა იმ შარში თავი, ალბათ იმიტომ რომ ავტორს ჯეიმისთვის სურდა ლირის შეტენა. ცოტა ყალბად, მელოდრამატულად სჩანდა ეს ისტორია, ჯენი კი უკანასკნელ ნაძირალად . საშინლად არ მომეწონა
სერიალში ისტორია შეცვალეს , ჯეიმიმ სიმართლე იცის და ლირის ვერ იტანს, ამიტომ მესამე სეზონში აშკარად რაღაც ახალს მოიფიქრებენ შემქმნელები