მე მომეჩვენა თუ სპეციალურად, ხაზგასმით აღინიშნა, თანაც არაერთხელ, რომ
ქართულის მასწავლებელი იყო უვარგისი.
ვაჟა და
ლუარსაბიც ცუდად მომხვდა ყურში.
თუმცა, არაფერიც არ მომეჩვენა, ასეც იყო, ისე მაინც გააკეთონ რომ ვერ შევამჩნიოთ, ბუნებრივად და ლოგიკურად.
გეგონება ის არაა საკმარისი, რომ დღეს სკოლებში საგანი ქართული გაურკვეველ პოზიციაზე დგას.
ისე, როგორ ახერხებენ სრულიად არაუხერხული სცენების ისე გადაღებას, რომ ადამიანს უხერხულობის განცდა და
თვალის არიდების სურვილი გაგიჩნდეს. უკვე რამდენ სცენაზე მომივიდა ასე.
''ევექსის" რეკლამაც ''ნადაიელა", ძაან ზედმეტებში გადავიდნენ, ნახევარი სერია მანდ ხდება.
მაგრამ შოთას პაციენტი კაცი ძალიან შემეცოდა, ამ ბოლო დროს ტვინში ამერიაო და მერე....მოვკვდები ექიმოო ნაძალადევი სიცილით რომ იკითხა...

მოკლედ, დავანებე მე ამ სერიალს თავი, ამოვიდნენ ყელში, "ჩ.ც.დ"-შიც საკმარისია მაგათი რეკლამები და ვითომ ზე-ლიბერალური მესიჯები, რომლებიც სინამდვილეში უკვე გაცვეთილი, ყბადაღებულია და არანაირად ემსახურება მაყურებლის ცნობიერების ამაღლებას,
უფრო გამოწვევას და დაცინვას გავს. გავს რა, არის.
ალბათ აწი და აწი უფრო მეტი იქნება და არ მინდა მაგათი საცოდაობის ყურება.
იმედია სულ
ამოსაგდები გახდება ეს თემა და სერიალსაც არ ეყოლება მაყურებელი. <3
ამ ქართული ენის თემამ გამაღიზიანა ძალიან.
ფიზიკის მასწი რომ ყოფილიყო, ვერააა?! მაგრამ არა, სახელდობრ ქართულის მასწი გამოიყვანეს იდიოტად.
სკოლის დირეხაც ძველი დროის გადმონაშთი ასაკით, გა-ვი-გე-თ...
გაცვეთილია რაა... გადამღერებული ათასნაირად.
თან მე ვინც მევასებოდა აწი აღარ მოვა მგონი - ქარიზმატული რეზი.
თუ რეზი გამოჩნდება სერიალში დამთაგეთ.
ეჰ....სერიალი იყო, ცხონებული....

=))
This post has been edited by Estrella on 11 Nov 2016, 22:54