სიტყვა "ეხლა" რომ ამოიუღონ მსახიობებს ტექსტებიდან, უკეთესი არ იქნება? გავწამდი "ეხლა, მომისმინე" "ეხლა დაწყნარდი"
რა ეხლა, აი, რა ეხლააა?!

თამუნა თუ ასეთი მაგარი მწერალია, რომ დაწერა შესანიშნავი რომანი, მაშინ ასეთ იდიოტურ დრატიზმში და წიკვინში რატომ ატარებს მთელ სერიალს?
რატომ არის ზედმეტად ბანალური, როდესაც კარგი წიგნის დამწერს წესით შინაგანი რესურსები, ხედვა და ა.შ. უნდა ჰქონდეს მკვეთრად ინდივიდუალური
და თანაც შთაგონებული სწორედ ნიჭით. აი, როგორც ბატონი ვაჟა, ეს პერსონაჟი ლოგიკური და დამაჯერებელია - თუმცა ეს ყიფშიძეა.
თამუნას დირექტორი შოკია:
"კაცი კი არა, ყვავილი ვერ გავახარე ჩემს სახლშიიი......
კატა რომ კატაა, ეგეც კი დედალი ვიყიდე, რომ არ ჩჩჩაძაღლდეს ან არ გაიქცეეეეეეს..."
შემდეგ კი - დუეტში მოთქმა-გოდება ქაღალდის ცვირსახოცების ფონზე.
თამუნას დაქალის(სახელი დამავიწყდა) დედამთილმა მაინც გამოაჩინა თავისი დედამთილობა. გოგო მთელი რესურსებით დაეხმარა
და გვედით ედგა თავის ინვალიდ საქმროს, რის გამოც სამსახური დაკარგა და თურმე არ გახარებია თავისი ქმრის სახლიდან გასვლა
და ამუშავება. სწორედ ამ გოგოს წყალობითაა, რომ დააურეკეს გამოდიო აწი გარეთ და იმუშავეო, თორემ არც ახსოვდათ დიდად.
ოხ, ეს დედამთილები!
This post has been edited by Estrella on 25 Dec 2016, 21:15