აბსოლუტურად ზუსტი ანალოგი გინდა?

ცოტა ალოგიკური ხომ არ არის შენი მოთხოვნა?
ზევსის (და სხვა ღმერთების) ნაბიჭვრებით ხომ სავსეა ბერძნული მიოლოგია. . .
მითრიდატე პერგამოსელი, მითრიდატე ევპატორის უკანონო შვილი, ეხმარებოდა კეისარს ალექსანდრიის ომში.
რომის ე.წ. "ჯარისკაცი იმპერატორების" დიდი უმრავლესობა, არამცთუ კანონიერი მემკვიდრე, საერთოდ პლებეური და ზოგიც არარომაული წარმოშობის იყო. . . .
ინგლისის დედოფალი ელისაბედ პირველიც ბასტარდი იყო, ვინაიდან იმდროინდელი კანონებით ჰენრი VIII უკანონოდ დაქორწინდა ანა ბოლეინზე, ვინაიდან პაპმა ეკატერინე არაგონელთან განქორწინების და ანრი ბოლეინზე დაქორწინების უფლება არ მისცა. . . . მაგრამ მეფის სურვილის წინაშე, კანონებმა უკან დაიხიეს. . . .
ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ, ალექსანდრეს სარდლებმა (პერდიკამ) ალექსანდრეს ფეხმძიმე ცოლი სტატირა მოაკვლევინა და ფილიპეს ჭკუანკლულ ბასტარდ არიდეოსის გამეფებას ცდილობდა. . . .
კეისრის დისწულმა ავგუსტუსმა, კეისრის და კლეოპატრას კანონიერი შვილი მოაკვლევინა. . . .
და.ა.შ.
მაგ ფილმში შუა საუკუნეებია.
კონსერვატულ ჩდილოეთს კი არა, ვესტეროსს არ ჰყოლია ქალი-მეფე (როგორც დენის და იარას საუბარში აღნიშნეს) . . . .
მკვდრების არმიასთან ბრძოლა აქვთ მოსაგები.
ამ დროს მოდის გმირი, ადამიანი რომელსაც მკვდრებთანაც უბრძოლია, მკვდარიც ყოფილა (ანუ იცის იქით რა ხდება), ომებიც მოიგო, პოლიტიკური ბრძოლებიც, ბრძოლის ხაზზეც შლეგიანივით წინ მიიწევს და თან მამაკაცია . . . .
მაგ დროს კანონები იძინებენ ხოლმე.

რომ გაცოცხლდა, ვინ აუკრძალავდა გუსაგობისთვის თავის დანებებას?
თავისუფალი მოდგმა? - მათ ფეხებზე ჰკიდიათ ვესტეროსული კანონები.
ყვავები? - მათ რომც მოენდომებინათ კედელსიქითა ხალხთან ვეღარ გაქაცავდნენ?
ბოლტონი? - სცადა და წააგო. . . .
ომის დროს თავის ციხეებში მსხდარი ლორდები? - მათ ჰაერივით სჭირდებათ ახალი მეფე, ახალი მეთაური, დიდი ომი აქვთ გადასახდელი.
ქალს კაცი არჩიეს, მებრძოლი და სარდალი. . . .
ეგ არის და ეგ, მარტივი გათვლაა.
სექსისტები ეგენი.
(ოღონდ ბაია პატარაიას არ გააგებინოთ, თორემ სერსეი და მტანჯველი დევქალა კვადრატში მონაგონი იქნება, გადაგვდგამს მთელ ფორუმს.

)
This post has been edited by karlsoni on 29 Jun 2016, 00:55
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/