ძაან მაგარ რამეს გადავაწყდი და თქვენ რას ფიქრობთ აბა
https://www.reddit.com/r/asoiaf/comments/4r...as_three_heads/მოკლედ ბევრი ფიქრობს რომ ჯონია აზორ აჰაი, რომელიც დენის მოკლავს იმისთვის რომ ლონგკლოუ ლაითბრინგერად გადაიქცეს და აალდეს. მაგრამ კიდევ რაღაც არის გასათვალისწინებელი.
დავიწყოთ წინასწარმეტყველებებით, სამი წინასწარმეტყველება გამოირჩევა, სადაც გმირი მოხეტიალეებს ამარცხებს. პირველი წინასწარმეტყველება, ჩრდილოეთში, უკანასკნელ გმირზე რომელიც კედლის ჩრილოეთიდ გადავა მათ დასამარცხებლად. მეორე - კინგს ლენდინგში, შეპირებული პრინცის წინასწარმეტყველება და ბოლოს მესამე ესოსში - აზორ აჰაის წინასწარმეტველება. ჩვენ ვთვლით რომ ეს სამი წინასწარმეტყველება ერთიდაიმავე გმირს ეხება, მაგრამ იქნებ უკანასკნელი გმირი, შეპირებული პრინცი და აზორ აჰაი, სამი განსხვავებული გმირი, დრაკონის სამ განსხვავებულ თავს წარმოადგენენ?
დავიწყოთ უკანასკნელი გმირით.
უკანასკნელი გმირი გავიდა კედლის მიღმა ჩრდილოეთში, რათა ტყის შვილებისგან ესწავლა საიდუმლოებები, თუმცა დაკარგა თავისი ცხენი და ხმალი, მაგრამ მაინც შეიტყო საიდუმლოებები. ეს გმირი ბრანია, ცხენი - ჰოდორი, ხმალი - მირა

ან სამერი. ბრანი ყინულის გმირია.
აზორ აჰაი.
აზორ აჰაი, დაბადებული მარილსა და ბოლში, რომელმაც საკუთარი საყვარელი ადამიანი მოკლა და შედეგად მიიღო აალებული ხმალი. ვინ ჯდება აქ? დაენერის სტორმბორნი, დაბადებული დრაგონსტონზე, რომელმაც საკუთარი საყვარელი ადამაინი დაწვა და შედეგად მიიღო დრაკონები (აალებული იარაღი). მარილს და ბოლს რაც შეეხევა, შეიძლება იგულისხმებოდეს დრაგონსტონი ან დროგოს დაწვისას სევდის ცრემლები და ცეცხლი. დაენერისი ცეცხლის გმირია.
და ბოლოს შეპირებული პრინცი.
დაბადებული სისხლიანი ვარსკვლავის ქვეშ (არტურ დეინის ხმალი) და პირდაპირი გაგებით შეპირებული ნედის მიერ (promise me Ned,,,) დრაკონის ბოლო, მესამე თავი, რომელიც გააერთიანებს ყინულს და ცეცხლს. შეპირებული პრინცი ჯონია, სიმღერა რომელიც ყინულს და ცეცხლს აერთიანებს.
This post has been edited by IronBank on 4 Jul 2016, 18:33