ბრძოლის სცენები ძალიან მომეწონა კარგად იყო გადაღებული. ამ მხრივ 2-3 ფილმი თუ შეედრება გოთის მეცხრე სერიას. სერიას ვუყურე ლეპტოპში და არც ვიცი HD ხარისხი იყო თუ არა. და წარმომიდგენია რა ეფექტი ექნებოდა ამ სერიის ყურებას მაგალითად 4K ში დიდ ეკრანზე

თავი ბრძოლის ველზე მეგონა ისედაც
მე არ ველოდი რომ ასე კარგად გადაღებულ ბრძოლის სცენას ვნახავდი სერიალში
ხოდა წვრილმანებს რატო უღმავდებით ვერ ვხვდები, მით უმეტეს ფენტეზის ჟანრში. მასე ეს რეალურია ეს არა რეალურიათი რომ მივუდგე ამ სერიალს ისე გავასწორებ მიწასთან რომ თინეიჯერი მგელი უკეთეს სერიალად გამოჩნდება
ან ობერინი მთის ბრძოლა რომ ავიღოთ მაგალითად, ობერის რა შანსი ჰქონდა მთასთან რომელსაც იმსისქე შავშანი ეცვა? მთად რომ ხელით დაეჭირა ობერინი და უბრალოდ მთელი ძალით მიეხუთებინა მაშინვე ძვლების მტვრევას დაიწყებდა

რად უნდოდა იმდენი ხმლის ქნევა
ან კიდევ იმ მანძილზე თუ რემზის ასე ზუსტად შეეძლო სროლა ბარემ ჯონიც იქვე იყო და მიეყოლებინა, რად უნდოდა მაგას კავალერია. თან ჯონი ისე იყო შოკში არც ფიქრობდა გაქცევას და ეგეთებს.
ესე კრიტიკულად არ უნდა მიუდგე და უბრალოდ უნდა ისიამოვნო ესე კარგად გადაღებული სცენებით
როგორც სტრატეგად კი აკრიტიკებთ ჯონს მაგრამ ადამიანების რამდენი % დაჯდებოდა ცხენზე მშვიდად და უყურებდა თავის პატარა ძმას როგორ უვლის ისრები სანტიმეტრებით? ჯონმა გააკეთა ის რასაც ძალიან ბევრი გააკეთებდა.
იმას რაც შეეხება რემსიმ თავიდან ვერ გაარტყა და შორს გაუვარდაო, არაა მასე. რემზი ძალით აცილებდა ახლოს მყოფ რიკონს იმისთვის რომ ჯონი რაც შეიძლება ახლოს მოსულიყო რემზის ჯართან. როცა კაი მანძილზე იყო ჯონი მაშინ მიაკლა რიკონიც. ჯონის გამოტყუება უნდოდა რემზის იმიტომ რომ იცოდა ჯარსაც გამოიტყუებდა თავდაცვითი პოზიციებიდან. ხოდა როგორ გგონიათ რემზის რიკონი 5-10 მეტრში რო მოეკლა ისრით ჯონი მაინც იმხელაზე წამოვიდოდა? როცა დაინახავდა რომ აზრი აღარ ჰქონდა რიკონთან მისვლას? მიტრიალდებოდა უკან

ხოდა სტრატეგიულად რავიცი როგორ წააგო ჯონმა ბრძოლა? როცა რაც დაგეგმილი იყო ყველაფერი პირიქით დატრიალდა

გეგმა იყო ამ ველურების ჯარი გამაგრებულიყო კარგად, თან თხრილები გააკეთეს ფლანგებიდან რომ არ შემოეტიათ კავალიერიას. ასე იყო შანსი მცირე რიცხოვან ჯარს დაემარცხებინა მრავალ რიცხოვანი ჯარი. მაგრამ როცა მთელი ჯარი სნოუს დასაცავად წამოვიდა ამ დროს უკვე უშანსოდ იყვნენ. და არც სნოუს გაუცია რაიმე სტრატეგიული ბრძანება, არ კიარა ვერ გასცა ვერანაირი ბრძაანება. როცა რემზი მშვიდად იჯდა ცხენზე და გასცემდა სხვადასხვა ბრძანებებს და აკონტროლებდა ბრძლის ვითარებას. მით უმეტეს რესურსიც ჰქონდა
სანსას რატო აკრიტიკებთ ვერც ეგ მივხვდი. ძმა როგორ გასწირა? შეეძლო რამე ნაირად რაიმეთი დახმარებოდა? არა! შანსი არ ჰქონდა რიკონს გადარჩენის, ეს სნოუმაც იცოდა ამიტომ აღარ დაუწყია შეთავაზებების გაკეთება და თხოვნები რემზისთვის გამოუშვიაო

უბრალოდ რემზიმ მერე დაანახა შანსი აი შენი ძმა და მიდი და გადაარჩინეო, ხოდა სნოუმაც სცადა რა.
სანსაც მართალი აღმოჩნდა. თავის პონტში სანსაც მართალი იყო და ჯონიც.
სანსაცმ ისიც უთხრა ჯონს რომ რემზი რაღაცას გაგიჩალიჩებსო და არ აჰყვეო და ამაშინც სანსა გამოდგა მართალი. სანსამ ისიც თქვა ამ რიცხოვნების ჯარით ვერ გავიმარჯვებთო და მართალი აღმოცნდა აქაც. ბეილიშის ჯარს რაც შეეხება არამგონია სანსას ჰყოლოდა ჯიბეში ჰყოლოდა ეგ ჯარი, ანუ ბრძოლამდე უეჭველი სცოდნოდა ბეულიში აქვეაო. სანსა ელოდებოდა ალბათ ბეილიშის ჯარს და ამიტომ სთხოვდა სნოუს მოცდისკენ და ბრძოლის ჯერ არ დაწყებისკენ.