შოუს ბნელი ფონი მომეწონა, ტექნიკურად კარგადაა ნამუშევარი..
თითქოს კარგად დაწყო...თუმცა, მკვლელობის მომენტიდან, შემთხვევითობაზეა და არარეალურ ქმედებებზეა აგებული სიუჟეტი, რაშიც დიდ მინუს დავუწერდი..
დეტექტივი - გაქნილი მხეცი, თავისებური, თუმცა პროფესიონალი პერსონაჟის შთაბეჭდილებას ტოვებს, საწყის ეპიზოდებში...
მისი არაორდინალურობის საჩვენებლად მანქანაში კლასიკის გაუთავებლად მაღალ რეგისტრში გაჟღერება, ძაან ხელოვნური და გაცვეთილი ხრიკი იყო..
მის პროფესიონალიზმს შოუს შუა ეტაპზე იმხელა ჩავარდნა აქვს, რომ მთლიანად ხაზს უსვამს პერსონაჟს..
თავიდან ტოვებს ისეთ განცდას, თითქოს მიუხედავად აშკარა სამხილებისა რომელიც ნასზე მიუთითებს, მაინც ალღო, გამოცდილება ეუბნება რომ არც ასე მარტივადაა საქმე..
თუმცა, ფინალურ ეპიზოდებში ვიღებთ გამოუძიებელ საქმეს.. ფაქტიურად ხელიც არ გაუტოკებია, არაფერი გაუკეთებია, სანამ ადვოკატებმა არ შეასრულეს მისი საქმე, გავიდნენ ეჭვმიტანილებზე, რომლებსაც საკმაოდ რეალური მოტივი ჰქონდათ განზრახ მკველობის ჩადენის, მკვლელობის ადგილზე აღმოაჩინეს მეტი საეჭვო და საგულისხმო რამ ვიდრე გამოძიებელმა..
საშინელი პერსონაჟია დეტექტივი..
ნასზეც არანაკლებ უარყოფითის დაწერა შეიძლება..
იურისტი იყო ძალიან კარგი პერსონაჟი, მას განვითარებაც კი არ დასჭირდა, იყო და დარჩა ისეთად, როგორიც პირველი სცენიდან გამოჩნდა..