ერთი ამოსუნთქვით საყურებელი სეზონია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მინუსებიც აქვს...
Spoiler!!!!!!
ეს იყო მეორე სეზონის ახლებურად გადამღერება.
მეორეში ის გიგანტური არსება უილს შეუჩნდა, ამერიკელი მეცნიერები პორტალის გახსნას ცდილობდნენ, მეორეხარისხოვანი უარყოფითი პერსონაჟი კი ბილი იყო. ახლა მესამე სეზონში გიგანტური არსება უილის ნაცვლად ადამიანთა მთელ ჯგროს შეუჩნდა, ამერიკელი მეცნიერების ნაცვლად რუსები იყვნენ, მეორეხარისხოვანი ბოროტმოქმედი კი კვლავაც ბილი იყო.
იმედია ამ სეზონით მაინც დაამთავრებენ მაგ ზომბირების სიუჟეტს და შემდეგში ,,ბნელ სამყაროს" უცნობ მხარეებს და არსებებს გვაჩვენებენ.
რაც შეეხება დეტექტიურ მხარეს, ისევე როგორც მეორე სეზონი ამ კუთხით ესეც სუსტი იყო და პირველთან ახლოსაც ვერ მივა. პირველ სერიასა და მეორე სერიის პირველ ხუთ წუთში უკვე ყველაფერი გასაგები ხდება მაყურებლისთვის, დალშე პერსონაჟებმა უნდა იმტვრიონ გამოძიებით თავი.
სტივის პერსონაჟზე ვნერვიულობდი, თითქოს ერთ დროს მაგარი ტიპი რაღაც უიღბლო ხუმარად უნდა ექციათ, მაგრამ მერე ამოქაჩეს. სიყვარულის ახსნის სცენა ძაან მაგარი ჰქონდა და რობინს თურმე გოგოები ევასებოდა, მარა სტივი იმდენად მაგარი გამოდგა რომ მასეთი ორიენტაციის გოგოსაც კი შეუყვარდა.