ნეტფლიქსის სერიალებს გამოარჩევდათ კარგად განვითარებული პერსონაჟები.. ვხედავთ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და რატომ..
დეარდევილი არ ხოცავს ხალხს... და აქვს თავისი ცალსახა მიზეზები... ჩანს ბრძოლა საკუთარ თავთან, ეჭვები, ცვლილებები...
ფანიშერმა საერთოდ, მაგის დედაც უნდა დავხოცო ყველაო

ჯესიკაც ძალიან მაგრად განვითარებული პერსონაჟია... კილგრეივის გადამკიდე ფსიქოლოგიურად განადგურებულია... არაა მკვლელი.. ეზიზღება მკვლელები, მაგრამ როცა სხვა გზა აღარ დარჩა, ადგა და გააკეთა თავისი საქმე...
ლუკ კეიჯი, ჩემი აზრით, ყველაზე სუსტი სერიალი იყო.. ძალიან კაი ატმოსფერო შექმნეს სერიალში, მაგრამ მეტი ვერაფერი... თვითონ პერსონაჟი იყო ძალიან უინტერესო და ვერც ვილანები უქაჩავდნენ... ფისკი, ფანიშერი და კილგრეივი ძალიან დონე პერსონაჟები არიან...
აირონ ფისტი კი, მიუხედავად იმისა რომ კარგად იყურება (აი პროსტა რო ჩაუჯდე და გაერთო), არის ზერელად გადაღებული...
თუ გაქვთ კინგის "მიზერი" წაკითხული, იგივე პრეტენზიები მაქვს, რაც იმ ქალს.... "ეს ტყუილია".... აირონ ფისტში არის რამდენიმე მომენტი, რომელსაც არ აქვს რაციონალური ახსნა (მე ვერ ვუძებნი) და ეგრევე გაფიქრდება მიზეზი: საერთო ჯამში ასე სჭირდებოდათ სცენარისტებს...
რატომ არ გამოჩნდა დეარდევილი? კლერი სულ მაგაზე ლაპარაკობს, ჰენდს ებრძოდაო, გმირიაო.. ესაო ისაო... და მაგის ნაცვლად, ტრიადებს თხოვენ დახმარებას.. თან ტიპები ერთ ქალაქში ცხოვრობენ და მე2 სეზონის მერე მეტისთვის ჰენდზე დიდი მტერი არ არსებობს... დეფენდერაბამდე არ უნდოდათ ქროსოვერი...
გარდა ამისა, გაუგებარი იყო დენის ერთგვარი პაციფიზმი... კაცი გაზარდეს როგორც იარაღი, რომელმაც უნდა გაანადგუროს ჰენდი... ომია... მტრების დახოცვის ნაცვლად კი იმაზე ფიქრობს ციხეში როგორ ჩასვას... კაცი გაიზარდა ბერებთან ერთად, რომლებმაც მარტო კაცის კვლა ასწავლეს... 15 წელი უჩიჩინებდნენ ესენი უნდა დახოცოო... ლამის ან^^^^და მაგათ ხოცვაზე და საბოლოოდ ჯამში ხელი ვერავის შეახო... გასაგებია გახიოს მტრები 1 ჩხუბში და შემდეგ საკუთარი თავის შეეშინდეს... უარი თქვას ამ გზაზე... მარა ასე უბრალოდ "ამ ქალაქში ასე მოსულა და მოდი პოლიციაში დავრეკოთ" მიდგომა მაგარი ტეხავს, ჩემი აზრით...
აგრეთვე, როცა ვილანის მოკვლის დრო დგება, იმისთვის რომ დენიმ ხელი არ გაისვაროს, ამას სხვა აკეთებს... ერთ შემთხვევაში დავოსმა იკისრა, მეორეში - ვარდმა... მარაზმია რა... თუ მოკვლაა ისევ მთავარმა პერსონაჟმა უნდა იკისროს, შემთხვევით კი არ უნდა გაუმართლოს... აგერ ლოგანმა როგორც იკისრა (იმის ნაცვლად, რომ იმ კაცს ფეხი ასრიალებოდა რაღაცაზე და თავი ჩამოერტყა შკაფისთვის, ან იმ გოგოს მოეკლა..):
ჯოის სახეცვლილებაც გაუგებარი იყო...
ამ სერიალში, როგორც პერსონაჟები მომეწონენ მამა და ვაჟი მიჩემები... ვარდის განვითარება კარგად იყო გაკეთებული... ისევე როგორც ჰეროლდიც ნაბიჭვრობა