ისე, წინა სეზონს უფრო უგემური გახსნა ჰქონდა, არც ეს იყო დიდი ბედენა
ფრეიციდმა ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა...ბებერმა უოლდერმა უშველა სცენას. მშვენიერი არამაზადაა ეგ ოხერი, ცოლს როგორ დაუცაცხანა
არიაც არ იყო ცუდი, საკმაოდ დამაჯერებლად სჩანდა.
სემი ჰოგვარტსში და მეორე კარგი ოლდ სქულის მსახიობი ჯიმ ბროდბენტი. ინტერესი შემატა ოლდთაუნის ხაზს ამ მსახიობმა. რა ჰქვია მის პერსონაჟს ჰარი პოტერში?
სემიც პოტერივით დაძრომიალობს ბიბლიოთეკის აკრძალულ ნაწილში.
ეს ვაჟბატონი სერიული ქურდბაცაცაა უკვე. მამას ხმალი მოჰპარა, ახლა წიგნებს იპარავს, შემდეგი რა იქნება ნეტა?
მირა რიდი ამ საგის ყველაზე ღირსეული ქალია, ყოველგვარი პათოსის და ტრიპაჩობის გარეშე გააკეთა გასაკეთებელი. ედის ნახვა გამეხარდა. ბრანთან დიალოგი სისულელე იყო
პატარა მორმონტი აუტანელია, წინა სეზონში კარგი იყო მისი მგზნებარე გამოსვლა, მაგრამ იგივეს გამეორება ამჯერად ზედმეტი იყო. ლორდ როისის (სცენარისტების) კრეატივმა ციხე-სიმაგრეები დავანგრიოთო, გამაცინა.
ჯონი წიგნისეულს ემსგავსება, ეგ კარგია

ბავშვებს რომ არ აზღვევინა მამების გამო, ათასწლოვანი ერთგულება რომ არ დაუკარგა ამ ორ საგვარეულოს, მოწინააღმდეგენი მომხრეებად აქცია და თავის მეფობას მეტი ლეგიტიმაცია შემატა მაგაზე ყოჩაღ.
დაიკო რომ მოსვა მაგაზეც ყოჩაღ
სანსა იმ დედოფალს ბაძავს ვინც მას ჯოჯოხეთად უქცია ცხოვრება, რა დაუშავა ორმა საბრალო ბავშვმა, ნუთუ თავისი თავი ვერ იცნო მათში, სულ არ შეეცოდნენ? მეფეს, მამაკაცს, ძმას საჯაროდ რომ ეკამათება, ეგ უკომენტაროდ. სერსეას მიბაძვას დედისთვის მიებაძა, რომელიც საჯაროდ არასდროს ეურჩებოდა ქმარს და შვილს. კარგიც მიიღო საბოლოოდ ძმისგან
სცენარისტებს დიდი მინუსი.
ეურონი კლოუნია, გოპნიკი და არა რემზის და ჯოფის ყაიდის მანიაკი, ნუ ჯერჯერობით მაინც
რანაირად ააშენა ათასი ხომალდი, როცა რკინის კუნძულებზე ქვების, გუანოს და ბაცაცა მეკობრეების გარდა არაფერია, ჩემთვის ამოუხსნელ ამოცანად რჩება
იგივე ითქმის სერსეას "მეფობაზე", რატომ ზის ტახტზე უფლების არმქონე, შერცხვენილი, ტერორისტი ქალი, გაუგებარია. ან რა ძალები უმაგრებენ ზურგს. ბიძის მკვლელს და ოჯახის შემარცხვენელს, წესით, დასავლეთის მიწების დახმარებაც უნდა დაეკარგა
დარაგონსთოუნი ერთი კინკილა ციხესიმაგრე რომ აღმოჩნდა, მოსახლეობის გარეშე, ხოლო თავად ციხესიმაგრე უპატრონოდ მიგდებული, უბრალოდ ფეერიულია
დენის პათეტიკურმა ფიზიონომიებმა დამტანჯა
მაგრამ აბსურდის პირველი პრიზი დამსახურებულად ეკუთვნით არიას და კეთილ ლანებს, შენთვის დალევა შეიძლებაო?

ქამონ რა.
tsimbireliDon’t argue with idiots because they will drag you down to their level and then beat you with experience.
Never argue with a fool; onlookers may not be able to tell the difference.
Darkness cannot drive out darkness; only light can do that. Hate cannot drive out hate; only love can do that.