შავი და ქურდული ქმნის სისტემას, რომლისთვისაც მთავარი საკითხი - ძალაუფლების საკითხია.
სისტემა მოქმედებს, მაგალითად, უბანში, სადაც პატარა ბიჭობიდანვე ხდება პრისტუპნიკული ფსიქოლოგიის მქონე ბავშვთა გამოვლინა და მათი ”აღზრდა-დაწინაურება”. ეს ადგილობრივად მცხოვრები კაი ბიჭების ყოველდღიურობის ნაწილია. ყურადღება ექცევა, რომ ”პერსპექტიული ახალგაზრდები” იზრდებოდნენ აგრესიული და დანარჩენებს ყველას აჩმორებდნენ - ძალითაც ხომ თავისთავად, მაგრამ ქურდულ ბაზარშიც უნდა კლავდნენ სისტემის მიმართ წინააღმდეგობის სურვილსაც კი. დიახ, ვისაც თავი აქვს, შეუძლია შეეწინააღმდეგოს, ოღონდ, როგორც წესი, ისევ შავი გაგების ფარგლებში. მაშინ ეს ორი პერსონის კონფლიქტია. ხოლო თუ დაუპირისპირდება შავს და ქურდულს, როგორც ასეთს, მაშინ ამ გაგების მიმდევრები მოვალეც კი არიან, რომ თეთრ ყვავს დედის სახე აახიონ. შეწყალება, როგორც ასეთი, აქ გამორიცხულია.
სისტემა, თუ ახერხებს, გავლენებით აღწევს მთავრობაშიც. საქართველოში გადატრიალება მოხდა, ამიტომ ბევრი რამ თავდაყირა დადგა და ”არაბუნებრივად” განვითარდა, თორემ მაგალითად, ”ბუნებრივი” იყო ის, როცა შევარდნაძის ხელისუფლების ბოლო წლებშიც ორი მინისტრი საქმეს ქურდთან არჩევდა.
ფული მოპარვაზე მეტად სწორედ ამ ძალაუფლებით იშოვება. ვთქვათ, რეკეტის შემოსავალი იმდენი შეიძლება იყოს, რომ მომპარავი იმდენს ვერასოდეს ვერ გაიტანს.
და ამ სისტემის სათავეში დგანან ქურდები. მათ უფლებრივ მდგომარეობას უწოდებენ ”პალაჟენიას”, აგრეთვე, მათ მიერ სადმე ვითარების ბოლომდე ქურდულად ორგანიზებას. ასეთია ციხეში პალაჟენიის დაყენება, ანუ გაწითლებული ციხის გაშავება. უბანში დაყენებული პალაჟენია იმასაც ნიშნავს, რომ ბიჭუნები უხვად და დროულად იხრწნებიან და შავი გაგების უფსკრულში იღუპებიან. ერთ უნარიან ქურდს 2-3 წელიწადში შეუძლია ნორმალური უბნის სრულად გახრწნა.
(ასევე, როგორც წესი, მომავალ თაობაზე ”მუშაობენ” ნარკამანებიც. ხშირად არის ქურდულად და ნარკოტიკულად გამხრწნელი ერთი და იგივე პირი, ქურდი ან თუნდაც კრიმინალური ავტორიტეტი).
ქურდების ინსტიტუტის ეფექტურობის მიზეზი მათი ძალაუფლების ტიპია - ქურდი ერთ ხელში აერთიანებს საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას. ქურდისთვის არც ხელის შეხება არ შეიძლება, მისი მცემელის განაჩენი სიკვდილია.
ამიტომ ეგ შეკითხვა არის ვითარებას აცდენილი - რატომ უნდა მოეპარა ვინმეს რამე ქურდისთვის?
შავ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია კარიერის სწორად აწყობა, რომელიც ბავშვობიდანვე იწყება და შეცდომების დაშვება დიდ პრობლემებს ნიშნავს. ახლა წარმოიდგინე, სამოქალაქო ცხოვრებაში რომელიმე მოხელე-კარიერისტი - მივა მინისტრთან და გაუჩმახებს?

ისევე, შავი კარიერის მშენებელიც არ გაირთულებს საქმეს, თუ რამე ძალიან კონკრეტული მიზეზი არ აქვს. ხოლო თუ აქვს და ქურდს ერჩის, მაშინ ერთმანეთისთვის მოპარვა არავის ახსენდება, ეს უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.