Frankens†ein
_________________
მე ძალიან ვისიამოვნე გუშინ .... ყველა სუბიექტური ვართ და როცა რამე შოუს უყურებ ყველას გვაქვს თავში
ჩვენი იდეალური ფინალი წარმოდგენილი .. გვაქვს კონკრეტული შეხედულებები საკითხებზე - რა გვინდა რომ მოხდეს და რა არა ....
მაგალითად ჩემთვის ქერის მიერ სოლის მოკვლა იქნებოდა სრული კრახი .... ქერის პერსონაჟისთვის დაუჯერებელი ქმედება .... ქლერმაც ეგ დაადასტურა ინტერვიუში და რომ წინააღმდეგი იყო მაგ სცენარის ... თუმცა განიხილავნენ, კი ....
თუნდაც ქერი ნამდვილი რუსი აგენტის როლში - ეგეც სრული კრახი და დაუჯერებელი ამბავი .... მთელი ამდენი წლის ნაშრომის წყალში ჩაყრა , პერსონაჟის სრული დასაფლავება
სოლის წამების გარეშე ისრაელში რომ გაპარულიყო და მისი დისთვის გამოეთმია ის ფლეშკა - ეგეც ვარიანტი იყო და უფრო მარტივი მაგრამ ...
ის რომ აგენტი გაწირა და ანას საბოლოდ თვითმკვლელობა მოუწია , სოლის დასთან ჩავარდნა და იქ ტყუილების დახვავება მგლოვიარე შვილის როლში , სოლის წამება და მისი მოკვლაზე წასვლის ინსცენირება - ეს მასში ჯდება სრულიად , მისიისთვის გიჟურად თავდადებულ ქერიში ჯდება 100% ... რომელიც ძალიან ჯიუტია და რასაც ფიქრობს რომ სწორია იმ გზიდან არ გადადის ...
თან დრამისთვისაც კარგია , ბოლოს და ბოლოს შოუა და სული უნდა შეგეკრას , გაბრაზდე , ინერვიულო და ა,შ ..... მითუმეტეს ფინალურ სერიაში
და რაც შეეხება სერიალის სულ ბოლო წუთებს ...
ის რომ ქერი ქვეყნისთვის თავს გაწირავდა და შეაკვდებოდა სიმართლეს ნებიემირ წამს - მაგაში ერი წამითაც არ ეპარებოდა მგონი აქ ეჭვი არავის ... ბევრი სერიალის ფინალში კვდება მთვარი პერსონაჟი , ან ერთ ერთი მთავარი და იქ მთავრდება ისტორია ... მორჩა ..
ქერის რომ სოლი მოეკლა ან თავს მოიკლავდა ან საბოლოოდ საგიღჟეში აღმოჩნდებოდა და იქ მოიკლადა თავს - და რა ??? არაფერი
მაგრამ როცა ყველაფერს დაკარგად რაც შენთვის ძვირფასია - სამშობლოს , რეპუტაციას , მამას , შვილს .... ყველასგან გარიყული, გაკიცხული და მიტოვებული მოღალატე ხარ მსოფლიოს მეორე ბოლოში ... იცი რომ სახლში ვერასოდეს დაბრუნდები , შვილს სოლს ვეღარასოდეს ნახავ ...
შეუძლებელ და გამოუვალ სიტუაციაში ხარ მაგრამ მაინც იპოვი გზას აკეთო შენი საქმე .... მაინც არ დაკარგავ შენს თავს ,შენს მეობას , სამშობლოს სიყვარულს გულით ჩუმად ატარებ და ყველაფერ აკეთებ იმისთვის რომ შენს სიცოცხლეს აზრი მისცე , მიზანი დაისახო და შეასრულო ის რისთვისაც დაიბადე და ფიცი დადე - ემსახურო შენს ქვეყანას და ადამიანს რომელმაც შენში მაქსიმუმი ჩადო და შეგქმნა რაც ხარ დღეს !!!
მომავლის იმედით ბოლომდე ბრძოლაში დიდ აზრს ვხედავ მე .. სწორ მესიჯს .... და თითქოს შენს წარმოდგენაში სოლის და ქერის ისტორია გრძელდება .... უფრო სწორად იწყება ახალი ფურცლიდანნ
ამაზე კარგ ფინალს ვერც წარმოვიდგენდი ....
პ.ს თუნდაც ის რომ კერის ყველაფერი წაართვეს რაც კი გააჩნდა და საბოლოოდ მისცეს ევგენი კომპანიონად ესეც 'მშვენიერი' დაგვირგვინება იყო მისი პარადოქსული და გიჟური ცხოვრების ...