მართლა შევწუხდი ამ ქალით.
არ იყო ცუდი სეზონი და სუსტი სერია
განსხვავებული კუთხით დაგვანახეს დოილის გმირები შემქმნელებმა, აი მოუნდათ და ..
მე არ ველოდი მსგავს სვლას, გამაკვირვეს, დამაბნიეს. ოღონდ, სულ არ ვთვლი რომ არ იყვნენ მართლები, როცა კიდევ ერთი შერლოკული სეზონი არ შემოგვთავაზეს.
როგორ გამოუვიდათ ჩანაფიქრის განხორციელება ეგაა საინტერესო და საკამათოც
ერთი მერიM გაახურა, ვაღიარებ, მაღიზიანებდა მომენტებში
ძალიან მომეწონა მაიკროფტი ამ სეზონში.
რა საყვარელი და ბედნიერი იყო ფილმის ყურებისას, ბავშვობის გახსენებისას.
შეშინებული და უმწეო მაიკროფტი.
თავზეხელაღებული მაიკროფტი, მეკობრე-მეთევზეს როლში.
კეთილშობილი (!) მაიკროფტი შერლს რომ აქეზებდა მის მოსაკლავად....
დაბნეული და დამარცხებული გენიალური უფროსი ძმა..
დედ-მამის დატუქსული მაიკი
მანამდე, ლედი სმოლვუდი და ბრიტანეთის მთავრობა :დ
მისის ჰადსონის ფრაზა შერლოკი ცარიელი ემოციებია გონება კი არაო, მშვენიერი მინიშნება იყო მესამე სერიისთვის.
მისის ჰადსონი მთლიანად იყო მშვენიერი, განსაკუთრებით მეორე სერიაში

მეკობრე შერლოკი, რა საყვარელი ყოფილა პატარაობისას. მაიკროფტის აღიარებამ ევრის საქციელმა გაქცია ისეთად რაც ხარო, წითელწვერას ამბავმა, სულ სხვანაირად დაგვანახა "უგულო" დეტექტივი.
თავად ევრიც, გენიალური და დაუნდობელი გენიოსი, ისიც საბოლოოდ, უბრალოდ უმცროსი დაიკო გამოდგა, ძმის ყურადღება რომ ურჩევნია ყველაფერს.
შერლის და მოლის დიალოგი, ჰოლმსის შემდგომი ემოციური რეაქცია ... ბრწყინვალე იყო ...
გრეგის შეფასება შერლოკი დიდი ადამიანიაო, მშვენიერი რეპლიკა პირველ სეზონთან
საბრალო, ემოციებში ჩაძირული ჯონიც არ დავივიწყოთ, ჯარისკაცებიო რომ იმეორებდა მანტრასავით..
ჯიმი
ოჰ, ჯიმი, რა კარგი იყო რომ გამოჩნდა და წარსულში დარჩა

კიდევ კარგი ირინკა რომ არ გამოჩნდა, აჰჰჰ.. საკმარისი იყო
მეორე სერიაში კაიფში მყოფი შერლის დეკლამირება ....

ბრილიანთ
იყო ხარვეზები და საკამათო მომენტები , საკმაოდ თან, მაგრამ მომეწონა მე მოფისების ჩანაფიქრი.
საბოლოოდ, როგორც ვივარაუდე, ყველაფერი ის არ გამოდგა რაც ჩანდა, ვეჭვობ, ზოგიერთს სწორედ ეგ არ მოეწონა.
სენტიმენტალური ფინალითაც კარგად დატროლეს მაყურებელი, ნუთუ მორჩაო რომ გაიფიქრა ზოგმა

ვიცოდი, სერიალისთვის მსგავს კლიშე ფინალს არ დაწერდნენ ეგ ოხრები

შანსი არაა.
* * *
FixYouDon’t argue with idiots because they will drag you down to their level and then beat you with experience.
Never argue with a fool; onlookers may not be able to tell the difference.
Darkness cannot drive out darkness; only light can do that. Hate cannot drive out hate; only love can do that.