#62454781 · 31 Jan 2026, 00:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საყოველთაოდ დადგენილი დეფინიციით, რომ ანტიგმირი არის პროტაგონისტი _ ცენტრალური გმირი, ვის შესახებაც არის სერიალი, ჩამოთვლილთაგან, ვოლტერი. ისე, ბილი ბუჩერი (The Boys) უფრო მიყვარს, როგორც ანტიგმირი (... ნიუ-იორკის ბანდებშიც, როგორც ვილანი). ფლიბეგი (Fleabag) <3 ქერი ბრედშო (Sex and the City ) მიყვარდა, როცა ვუყურებდი და მერე გავიაზრე, რამდენად ტოქსიკური წაკლაა.
რაც შეეხება უფრო ვილანებს,ვიდრე ანტაგონისტებს: ჯეიმს მორიარტი (Sherlock) არის საყვარელთა შორის უსაყვარლესი <3 საზიზღრობაში, მარტინს ვეთანხმები ჯეკ გლისონისადმი (GOT. King Joffrey I Baratheon) მიწერილ მილოცვაში: "Congratulations on your marvellous performance, everyone hates you." სერსის ფანები მინახავს; აგერ, რამზი მოწონს ზოგს, მაგრამ ჯოფრი ვინმეს არ აღიზიანებდეს (მინიმუმ), არათუ მოწონდეს, არავინ შემხვედრია/წამიკითხავს. ეგეთი ძლიერი ემოციების გამოწვევას მაღალი სამსახიობო კლასი უნდა,მართლაც!
პ.ს. ფარგოს ვილანები(მალვოც და ვარგაც), ძალიან საინტერესო ფილოსოფიებით, ცალკე ტოპ სერიალად ღირს.
ანტაგონისტი გას ფრინგი და ტაივინ ლანისტერიც არიან, მაგრამ არ მიმაჩნია ვილანებად და ვგიჟდები ორივეზე <3 ანუ ვილანი ბოროტობს იმიტომ, რომ ერთობა ბოროტებით. არ არის აუცილებელი, ჯასთ ბოროტია. გააზრებულად ბნელ მხარესაა. ანტაგონისტი _ გარდაუვალ ბოროტებას სჩადის, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვას. "Villain in your story is the hero of their own story" ამიტომ, ყველა ანტაგონისტი ვილანი არ არის ჩემთვის.
--------------------
Whatever makes you happy ^_^
|