#53661056 · 26 Oct 2018, 00:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სასწაული სიამოვნება მივიღე ამ სერიალით <3 ჯესიკამ არ ივარგა ჯოანის როლზე, ნუ როგორც მსახიობი კიი უძლიერესია ჯესიკა, მაგრამ ჯოიანი სხვა იყო საერთოდ, ხმით, ვიზუალით. ასე მგონია გრიმიორებმა ვერ იმუშავეს სათანადოდ, საერთოდ არ გავდა და არ მქონდა გრძნობა, რომ ჯოან კროუფორდს ვუყურებდი, უფრო ჯესიკა ლანჯი იყო, რომელიც მაგრად თამაშობს და რაც შეეხება სარანდონს, ის ბევრად გავდა დევისს და კარგად შეითვისა როლი ძალიან, ნუ იმის დამსახურებაცაა, რომ სუზანის და ბეტის ხმები გავს ძალიან, ასევე ფიზიკურადაც გავს, განსაკუთრებით 70-იანების ბეტი ლამის იდენტური იყო. ნუ რაც შეეხება სიუჟეტს ჩემი აზრით ბევრი დეტალი დააკლდა, რაც უფრო შეკრავდა შოუს და სანახაობრივს გახდიდა ნუ ისეთი შუღლი იყო ამ ორ ქალს შორის, რომ ამდენი სიცრუის ჩასმას სცენარში ჯობდა უფრო ის ფაქტები ჩაესვათ, რაც მართლა მოხდა, საერთოდ ზედმეტი იყო ბეტის და რეჟისორის "სიყვარულის" ისტორია, ალბათ ვაილდერის და დევისის ამბიდან აიღეს შთაგონება, რავიცი, თუ ვინმე მამაკაცებზე "ნადირობდა" ეს ჯოან კროუფორდი იყო, თუმცა ეს სხვა თEმაა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ბეტი ჩემთვის ნომერ პირველი მსახიობია, რომლის ნიჭთან და პროფესიონალიზმთან ვერავინ ვერასოდეს მივა ახლოს, მაინც უნდა ვთქვა, რომ რეჟისორი ცოტა მიკერძოებული იყო, რომ ჯოანი უარესი პიროვნება გამოეჩინა და ბეტი ბევრად ანგელოზ ადამიანად იყო წარმოჩენილი, რაც სინამდვილეს ნაკლებად შეესაბამება, რადგან მართAლია ჯოანმა ბევრი ცუდი გაუკეთა, მაგრამ არც დევისი დარჩენია ვალში. ერთი ფაქტია მაინც, რომ ორივე ყველა დროის ლეგენდები არიან და ქიშპში და ერთმანეთის კბენაშიც კი დონე და კლასი ჰქონდათ. ძალიან მიხარია, რომ ეს საუკუნის დაპირისპირება და საოცარი მსახიობები გაიხსენა რაიან მერფიმ და საშუალება მოგვეცა ცოტა ხნით იმ ეპოქაში გადავსულიყავით, მე პირადად მართლა უდიდესი სიამოვენბა მივიღე, პროფესიონალურად იყო გაკეთებული ყოველი დეტალი <3 მეორე ნაწილი იგეგმებოდა სამეფო ოჯახზე და ძაან მაინტერესებდა, მაგრამ მგონი ოლივიას საჩივრის გამო გადაიდო ყველაფერი.
|