ამის მიუხედავად ფაქტიურად ქალები დომინირებენ - სერსეა, დენი, ელარია, ბებრუცუნა, არია.
აგერ სანსაც აბლატავდება ეხლა ჯონის არყოფნაში.
კაცები ყველა მეორე პლანზე არიან, სნოუს გარდა.
ხო ის აყლაყუდა ბრიენა ტარტი დამავიწყდა, გოგიას ლეკვივით რომ გაიგდო ქოფაკი.
როგორაა ქალთმოძულე სერიალი ? პირიქით, აშკარად ფემინისტურია

ჯეიმის ტრანსფორმაციის გჯეროდა და ტრანსფორმაცია არა კვახი, ლორდ ტარლისთან საუბრის ეპიზოდში გამოჩნდა ძალიან კარგად.
ნუ არიას სცენები და საზღვაო ბრძოლა იყო ეპიკ ფეილი.
ჯერ მსუქანას როგორ შეხვდა, უემოციოდ. გასაგებია, რომ ძველი არია აღარაა, ცივსისხლიანი მკვლელია, მაგრამ გამორიცხულია მსუქანას დანახვაზე სიხარული ან სიხარულის მსგავსი არ ქონოდა - ის ხომ მისი მეგობარია. სანსას ან თუნდაც ჯენტრისაც ეგრე შეხვდება ?
ნიმერიასთან შეხვედრის მომენტი ხო საერთოდ, "ჩემი ცოლის დაქალების" დონესაც ვერ ქაჩავდა.
საზღვაო ბრძოლას და ზოგადად მე-7 სეზონს (ჯერჯერობით) რაც შეეხება, შთაბეჭდილება მრჩება, რომ სცენარისტების ერთგვარი შემოქმედებითი კრიზისი გამოწვეულია ფინანსების არქონით. ამიტომაა ბატალური სცენის მაგივრად რაღაც მთხლეობა რომ მივიღეთ.
ექშენის ნაკლებობაც, მისი ჩანაცვლებაც მთელი რიგი უაზრო სცენებით ალბათ ამიტომ უწევთ.
მთლიანობაში, ამ მინუსების მიუხედავად არ იყო ცუდი სერია, მაგრამ თქვენსავით მეც მეტს ველოდი.
ხო სნოუს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მეფეა, თან მაგარი მეფე.
ცუდი ანალოგიაა, მაგრამ რაღაც დემეტრე თავდადებულის პონტი გააკეთა დენისთან წასვლას რომ დათანხმდა - ყველა რისკი და საშიშროება დაიკიდა იმ უდიადესი მიზნის მისაღწევად, რასაც თავისი ქვეშევრდომების უსაფრთხოება და გადარჩენა ქვია.
სანსა რომ დატოვა მოვალეობის შემსრულებლად

ესეც მის ღირსებაზე და ჭკუაზე მიუთითებს.
თან მაგარ ბაჯაღლო სპიჩებს არტყამს.
ბრანის ხაზის გაგრძელებას როდესმე ვეღირსებით ?
This post has been edited by Tom Brady on 24 Jul 2017, 12:29