Tom Bradyმეტად პასუხის გაცემის საშუალება არ მექნება, კარგად და გააზრებულად წაიკითხეჩემთვის წმინდა თემას ეხები შენ
1.
როგორია საბრძოლო ხომალდი ტარანით:ანტიკურ ხანაში, საბრძოლო და სატრანსპორტო

გვიანდელი შუა საუკუნეებიდან XVII-ის ჩათვლით

20 საუკუნეზე მეტი არაფერი შეცვლილა, იმიტომ რომ არ შეცვლილა იარაღი.
1. ტარანი
2. ისრები
3. აბორდაჟი.
(არანაირი ბალისტები და მსგავსი მთავარ იარაღად არ ითვლებოდა არასოდეს, რომც ჰქონოდათ).
1. სამხედრო ხომალდი არ უნდა იყოს დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, უნდა შეეძლოს ცურვა მაშინ, როცა საჭიროა და არა როცა ქარი დაუბერავს.
2. ტარანისთვის საჭიროა ენერგია, რომელსაც აფროსანი (იმ პერიოდის) შტორმში თუ გაქაჩავდა, მაგ დროს კი აფრას არ შლიდა არავინ.
3. აფრას იყენებდნენ
სალაშქროდ, ანუ როცა A პუნქტიდან B პუნქტში გადადიოდნენ, ბრძოლისას
ყოველთვის გადადიოდნენ ნიჩბებზე.
ნორმალურ ამინდში მაგ აფრებით ტარანისთვის საკმარისი ენერგიის მირება გამორიცხულია და გარდა ამისა, 3-ჯერ ნელია იდეალურ პირობებშიც კი აფროსანი ნიჩბიანთან შედარებით.
ქარი თუ სუსტია ან საერთოდ არაა, მაგას არც ვახსენებ.
თუ ამაზე კამათს აპირებ, მომიძებნე ხომალდები ტარანული ბრძოლისთვის, რომლებსაც მხოლოდ აფრები ჰქონდათ.
2. აფრები:

და შენ მეუბნები, რომ ესენი თანაბარია?
ეურონის "საოცრებას" აქვს სალაშქრო აფრებიმხოლოდ, ცოტა გადამეტებული, მაგრამ მაინც.
მეორე კიდევ სამი ანძაა, სტანდარტული აფროსანი სამხედრო ხომალდებისთვის.
რამდენია ეურონის აფრების საერთო ფართობი? აბა ნახე რა ფართობი ჰქონდათ XVIII საუკუნის აფროსნებს

რაიმეზე შეიძლება აქ ლაპარაკი???
3. რა ფლაგმანი?
ფლაგმანია ხომალდი, რომელზეც ადმირალი აღმართავს თავის დროშას, ცალკე ხომალდები კი არ იგება ამისთვის.
და არაა აუცილებელი ფლაგმანი საუკეთესო, ყველაძე ძლიერი და ა.შ ხომალდი იყოს, უბრალოდ მოსწონს ადმირალს და მორჩა.
მაგალითად ლა-პლატასთან ბრძოლაში ჰარვუდის ფლაგმანი მსუბუქი კრეისერი იყო და არა მძიმე.
4. არანაირი საბრძოლო 3 ანძიანი ხომალდი არ ყოფილა შუა საუკუნეში, თუ ლაპარაკია ანძაზე და არა ზემოთ აშვერილ ჯოხზე, იმიტომ რომ ყველა საბრძოლო იყო ნიჩბიანი.
აფრებზე გადავიდნენ მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნდნენ ქვემეხების ეფექტურობაში.
და უკვე ანძაც და აფრაც სულ სხვა დონეზეა ასული, შედარებაც არ შეიძლება.
აბუკირი და აბუკირიო რომ ამბობ, მანდ 32 ფუნტიანებითაა გადატენილი 3 განდეკი, სადღაა მენიცბეების ადგილი, ან ამხელა მონსტრს რა ნიჩაბი დასძრავს (ცურვას ვგულისხმობ და არა შებრუნებას).
დანარჩენი კიდევ იმხელა აბსურდია, პასუხსაც არ აქვს აზრი.
ფლოტის კონტროლის პრობლემიდან აფრებით სიარულის პრობლემამდე იმხელა ტემაა, 100 გვერდი არ ეყოფა მაგას.
უბრალოდ იმას გეტყვი, რომ ღამით ფლოტი
ვერ იმართება მაგ პერიოდში, საშუალება არაა უბრალოდ ამისი არანაირი.
პრიმიტიული ბრძანებების გადაცემა დაიწყო ბევრად გვიან დღოშებით და კიდევ უფრო გვიან ღამითაც სინათლის გამოყენებით.
P.S. მარტინის მიხედვით ეურონს ზუსტად გალერა ჰყავს და ასევე გალერაა ყველა საბრძოლო ხომალდი, იმიტომ რომ სხვა ვარიანტი შუა საუკუნეებში არ არსებობს უბრალოდ.