ჯერ ერთი საიდან გამოთვალეთ ეს მანძილი ? მე ნამდვილად არ ვიცი ზუსტად რამდენია ჰაიდან დედაქალაქამდე.
მეორე - ქარავანის ზუსტი სიგრძე, მასში საზიდრების ოდენობა ზუსტად არავინ ვიცით.
მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია გამოვთქვათ.
ფაქტები:
ლანებმა გამოზიდეს ჰაიგარდენის მთელი ოქრო, ენით აუწერელი სიმდიდრე, ზუსტი ოდენობა უცნობია.
ლანებმა გამოზიდეს ჰაიგარდენის სურსათის მთელი მარაგი, ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ეკრანზე რაც გვიჩვენეს, ქარავანი გადაადგილდებოდა შემდეგი პრინციპით - საზიდარი, ოცეული, საზიდარი, ოცეული, საზიდარი , ოცეული და ა.შ.

ლანებს ჰაიგარდენის შტურმისას დაახლოებით 30 000 მეომარი ჰყავდათ.
იქ რამდენი დაკარგეს არავინ იცის, მაგრამ იმდენად სწრაფად აიღეს ოლენა ბაბოს ციხე, არა მგონია დიდი დანაკარგი განეცადათ. დავუშვათ დაკარგეს 10 000 კაცი, რაც ფრიად საეჭვოა.
20 000 მეომრიდან დავუშვათ მეოთხედი (არანორმალურად დიდი ციფრია, მაგრამ იყოს) უზრუნველყოფდა ფლანგებიდან დაცვას (თუმცა ეს არ ჩანს ეკრანზე), დაზვერვას და ასე შედეგ ასრულებდა სახმელეთო-სატრანსპორტო ლოჯისტიკის სავალდებულო რუტინას, ხოლო 15 000 უშუალოდ მოაცილებდა საზიდრებს.
15 000 გავყოთ ოცეულებად და მივიღებთ 750 ოცეულს, რომელიც შესაბამისად მოაცილებდა 750 საზიდარს , კარგი 700 იყოს.
საზიდრებს შორის მანძილი ჩათვალოთ რომ იყო საშუალოდ ოცი მეტრი, ამაზე ნაკლები პრაქტიკულად გამორიცხულია.
გამოდის , რომ ქარავანის მთლიანი სიგრძე მინიმუმ 14 კმ მაინც უნდა ყოფილიყო.
აქაც დავაკლოთ 10 კმ ავიღოთ, მინიმუმის მინიმუმი.
ეხლა ავიღოთ ოქროთი გაძეძგილი, მძიმე საზიდრების გადაადგილების სიჩქარე - ეკრანზე რაც ვიხილეთ, შეჯავშნული ქვეითი ჯარი მიყვება საზიდრებს, ჩვეულებრივი ტემპით.
ადამიანის გადაადგილების საშუალო სიჩქარე არის 5 კმ/სთ, მძიმედ შეჭურვილი ჯარი ამაზე ნელა ივლიდა, მაგრამ იყოს 5 კმ/სთ.
აქედან გამომდინარე ქარავანის თავი რომ მიადგებოდა სატახტოს, მის ბოლოს კიდევ 2 საათის სავალი ექნებოდა დარჩენილი.
ოქრო როგორც კი დაბინავდა, დარჩა სურსათით სავსე საზიდრები, რომლებმაც მცირე შესვენების უფლება მისცეს თავის თავს ანუ ამ დრომაც დენის სასარგებლოდ ითამაშა.
მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით ჰაიგარდენ-დედაქალაქს შორის მანძილი, ერთის თქმა ნამდვილად შეიძლება დაბეჯითებით - ეს მანძილი არც 15 კილომეტრია, არაც 25 და არც 50, არამედ გაცილებით მეტია.
აქედან გამომდინარე რა დაინახეთ არაჩვეულებრივი ქარავანის სიგრძესა და ჰაიგარდენ-დედაქალაქს შორის მანძილში მაინც ვერ მივხვდი.
მეთაურებს რაც შეეხება - ოქრო შევიდა დედაქალაქში და უკან მობრუნდნენ, რომ ბარემ ქარავანის კუდის დაბინავების პროცესიც ემართათ, ვერც ამაში ვხედავ რაიმე განსაკუთრებულს. გარდა ამისა ბოლოში ჯეიმი და ბრონი იყვნენ, ტარლიმ კი ცხენი მოაჭენა და უთხრა - ძალიან გავიწელეთ, თავს თუ დაეცემიან (იგულისხმება დარჩენილი ქარავნის ნაწილის თავი), კუდი მოხმარებას ვერ მიასწრებსო ე.ი. ტარლი თავშია და დროდადრო მოდის პატაკებით ჯეიმისთან.
საოცარი ისაა, საიდან გაჩნდა დოთრაკიელთა ამხელა ურდო დედაქალაქის სიახლოვეს ან თავის დროზე გრეიჯოის ფლოტი როგორ გაჩნდა უცაბედად დედაქალაქიდან კასტერლიში.
მე მგონი იმან შეგიყვანათ შეცდომაში, რომ სერიის დასაწყისში, რომელიც ქარავანის ჩვენებით და ჯეიმი-ბრონის ბაზარით იწყება, ჩანს ჰაიგარდენი.
იმაზე არ გიფიქრიათ, რომ ამის მერე უამრავ მოვლენას აჩვენებენ ე.ი. ამასობაში ქარავანი მოძრაობს დედაქალაქის მიმართულებით.
ამ მოვლენებს შორის დენიც ჩანს, როდესაც მას მოახსენებენ კასტერლის ფიასკოს შემდეგ.
სანამ დენი მიიღებდა გადაწყვეტილებას, ურდოს ქარავანზე დასაცემად გადაიყვანდა ზღვით, ჩერეზ დორნი, ამოვიდოდა დედაქალაქთან ახლოს და ა.შ. დრო ხომ გადიოდა ამასობაში ?
ხოდა ეს ქარავანიც მოდიოდა ამასობაში.
უბრალოდ ოქროს ნაწილმა მოასწრო შესვლა, დანარჩენებს კი დენი დაეცა დროგონით და დოთრაკიელებით.
This post has been edited by Tom Brady on 7 Aug 2017, 17:34