ახალი სერიის გამოსვლამდე ერთი საკითხი მინდა განვიხილო თქვენთან ერთად:
დეინერისი ყველგან აცხადებს, რომ ის არის რკინის ტახტის ერთადერთი კანონიერი მფლობელი, ხოლო ყველა სხვა, რობერტიდან დაწყებული სერსეით დამტავრებული არის უზურპატორი.
მის ტიტულატურაში ყოველთვის ახსენებენ შემდეგ ტიტულს "დიადი მწვანე ბალახის ქჰალისი".
დოთრაკიელთა წესების მიხედვით გარდაცვლილი ქჰალის ცოლს თავისი სიცოცხლე უკეთეს შემთხვევაში დოშ ქჰალინში უნდა გაეტარებინა და იქვე უნდა დაესრულებინა, თუმცა სხვა ვარიანტებიც არ იყო გამორიცხული, მაგალითად მონად გაყიდვა (დარეჯანზეც ხომ ბაზრობენ - იუნკაის ბრძენ ოსტატებს მივყიდოთ და ბლომად ცხენებს დავითრევთო).
ამის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებდა ქჰალარ ვეჟვენი - ყველა ქჰალის ყრილობა.
იქ რაც მოხდა, ყველამ კარგად იცით.
მე მაინტერესებს შემდეგი - დარეჯანი არ დაემორჩილა ქჰალების ყრილობის გადაწყვეტილებას, უფრო სწორად არც მოუსმინა მათ, გამოიყენა თავისი უნიკალური ცეცხლგამძლე უნარი და ერთიანად ამოჟლიტა ყველა ქჰალი ანუ ფეხებზე დაიკიდა დოთრაკიელთა კანონები და გახდა აბსოლუტურად ყველა დოთრაკიელის ქჰალისი, მარტივად რომ ვთქვა მეტოქეთა განადგურების გზით მიიტაცა უმაღლესი ხელისუფლება, გნებავთ მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია.
თუ ჩემი მსჯელობა მართებულია, მაშინ სხვებს რა პონტში უწოდებს უზურპატორებს ტიპიური მოძალადე უზურპატორი ?
პ.ს. როდესაც აწყობს მაშინ კარგად ცემს პატივს დოთრაკიელთა კანონებს

ქჰალ მოროს ხომ ეუბნება: "მე გარდაცვლილი ქჰალის ქვრივი ვარ და დოთრაკიული კანონების მიხედვით ჩემთან დაწოლის კი არა, შეხების უფლებაც არ გაქვთო".