ბრანს არამხოლოდ შეუძლია "იმოგზაუროს" წარსულში არამედ როგორც უკვე დავრწმუნდით ჰოდორის მაგალითზე, ან ნედ სტარკს რომ ეძახის და მას ესმის მისი ხმა... მას შეუძლია შეცვალოს წარსული. ანუ შეცვალოს რა... უფრო სწორად გახდეს კატალიზატორი იმ მოვვლენებისა რომლებიც უკვე მომხდარია იმ სამყაროშ სადაც მიმდინარეობს ისტორია... სინამდვილეშ ის არაფერს ცვლის უბრალოდ ხდება მიზეზი მოვლენებისა რომლებიც უკვე მომხდარია. ბრანს ასევე შეუძლია ჩასახლდეს და მართოს როგორც ცხოველებში ასევე ადამიანებში.
ლეგენდა 5000 წლის წინანდელ ომზე ხადაკებთან, და გმირ აზორ აჰაიზე რომელმაც დაამარცხა ისენი სინამდვილეშ არის ლეგენდა სწორედ ამ ომზე რომელიც ახლა ხდება, არანაირი ომი 5000 წლის წინ არ მომხდარა ისევე როგორც არ არსებობდა არანაირი გმირი აზორ აჰაი რომელმაც დაამარცხა "სიბნელე"...
დროზე ადრე ვესტეროსშ შემოჭრილი ხადაკები და მკვდრები ბრანს აიძულებენ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები რათა თავიდან აიცილოს უამრავი მსხვერპლი... ვინაიდან და რადგანაც მას არ შეუძლია წამოხტეს და ხმალი იქნიოს ის გადაწყვეტს ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელ შესაძლებლობებს მისცეს გასაქანი და ჰაიდაა, აი მანდ აერევა ყველაფერი... ის გადაწყვეტს ომი დაამთავროს მანამდე სანამ ის დაიწყება...
ბრანი ჯერ ეირის ტარგარიანს ჩასჩურჩულებს "დაწვი ისინი" ანუ მკვდრები და ჰადაკები, მაგრამ როგორც ჰოდორის შემთხვევაში მოხდა ეირის ტარგარიანიც შეიშლება ჭკუიდან, და როგორც ჰოდორს აეხვია აზრი "ჰოლდ დე ფუკინგ დოორ" ისე ეირის აეკვიატება დაწვი ისენი... ამ შემთხვევის წყალობით ეირის ტარგარიანი გახდება "შეშლილი მეფე"...

ბრანი დაბრუნდება თავის სხეულში და ნახავს რომ არაფერი შეცვლილა... ხადაკები ისევ ამტვრევენ საგვარეულო სერვანდებს ამიტომ გადაწყვეტს უფრო შორს წავიდეს, და ახლა მიაკითხავს ლეგენდარულ არქიტექტორს რომელმაც ააგო ეგ ყინულის კედელი "ბრანდონ მშენებელს" .
როდესაც უკან დაბრუნებულს ისევ არაფერი დახვდება შეცვლილი, ბრანი უფრო შორს მიდის წარსულშ და აზორ აჰაის ძებნაში რომელსაც ვერ პოულობსსაფუძველს უდებს სწორედ ამაგ ლეგენდას აზორ აჰაიზე...
და ბოლოს სასოწარკვეთილი ბრანი გადაწყვეტს ხელი შეუშალოს ტყის შვილებს პირველი ჰადაკის შექმნაში, ის გადადის ისევ იმ მომენტში როდესაც სამთვალა ყვავმა აჩვენა, რადგან ვერ აგებინებს იქ მყოფებს თავის სათქმელს სახლდება იმ ერთადერთ ადამიანში რომელიც იქ იმყოფებოდა, ხეზე გაკრუს ტიტველა კაცში რათა ტყის შვილები შეაჩეროს მაგრამ ვერაფერს ამბობს რადგან ამ კაცს პირი ახვეული აქვს, სწორედ ამომ მომენტში გაერჭობა დრაკონის შუშა მკერდში... დრაკონის შუშას და მაგიას როგორც ვიცით ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ...

ბრან სტარკი გამომწყვდეული რჩება პირველი ჰადაკის სხეულში, ის კაი ხანი ვერ დაბრუნდება თავის სახლში... და როდესაც დაბრუნდება თან ცისფერთვალება დრაკონი ეყოლება...
ასევე უნდა ღინიშნოს ისიც რომ ტყის შვილების მიერ გამოყენებული მაგია ალბათ არ იყო გათვლილი სამთვალა ყორანზე... ამიტომ მოხდა ალბათ ის გაუთვალისწინებელი და უაზრო შემთხვევა რამაც გამოიწვია ღამის მეფის დაბადება... მაგია რომელიც ტყის შვილებმა გამოიყენეს "რეაქციაში" შევიდა მაგიასთან რომელსაც ბრანი ფლობს და გამოვიდა "მუტანტი"... ამიტომ არ ემორჩილებოდა ღამის მეფე თავის შემქმნელებს და ამიტომ ეზიზღებოდა ეგ ტყის შვილები ღამის მეფეს... ყველანაირი ძალისხმევის მიუხედავად მაგ დედანაქაჩებმა არამარტო შექნეს ხადაკები არამედ თვითონ ბრანი გახადეს ღამის მეფე... ათასობით წლის მანძილე კი ღამის მეფე საერთოდ დაკარგავს იმას რაც მას ბრანად აქცევდა და საბოლოოდ გახდება ღამის მეფე, რომლის ერთადერთი მიზანია გააკეთოს ის რაც მისი ვალია ასე რომ ვთქვათ... ის რაც მას ბედმა გაუმზადა ანუ ის რაც მას ახსოვდა წარსულიდან თუ მომავლიდან... კაროჩე რასაც ეხლა აკეთებს... ( ბოლოს ამერია ცოტა მარა მაინც გაიგებთ )
სწორედ ამიტომ არის ეგ უცნაური კავშირი ბრანსა და ღამის მეფეს შორის... ღამის მეფეს ახსოვს სად რას როგორ აკეთებდა მაშინ როდესაც ის ჯერ კიდევ ბრანი იყო... ამიტომ იცის რა დროს უყურებს მას ბრანი ყვავების მეშვეობით, ამიტომ ელოდა იქ სადაც ხელზე ნიშანი დაადო, ამიტომ იცოდა რომ მას დრაკონს მოუყვანდნენ რადგან ალბათ შედეგ სეზონში ბრანი დაინახავს მას დრაკონზე ახტუნებულს...
ია ტაკ დუმაიუ ყოველ შემთხვევაში... და არამარტო ია...
მომენტი როდესაც ბრანი გამოიღვიძებს იმის მნახვის შემდეგ თუ როგორ შექნმეს ტყის შვილებმა პირველი "უცხოები"

ჯეიმიზე მერე თორემ დამათენდა თავზე...
This post has been edited by harry713 on 29 Aug 2017, 06:15