აუ, რატომ შეუკიკინეთ ამ 12 წლის ასაკში ქალებში წაყვანას?
ხომ ფაქტია, რომ ეს ხდებოდა და ალბათ ახლაც ხდება რაღაც დოზით და კარგიაო არავინ ამბობს.
უბრალოდ, დიდი ხანია ესაა ფაქტი და ასეთ უამრავი რამ გვახასიათებს ქართველებს,
რაღაცატო ჩამოგიყალიბდა ასეთი "კულტურა" ადრე და მგონი ნელ-ნელა გვეცვლება.
ისე, მგონი, ამ ფილმზე მომუშავე სასტავი სულაც არ არიან ცუდები.
როდესაც ქოცების გასაფსიხებლად არ იღებენ რამეს, მშვენივრად გამოსდით.
ამ სეზონში სასიამოვნო ცვლილებებიც აქვს, რომლებიც ძაან მომეწონა.
მაგალითად თამუნას შეუცვალეს მანერები, გამომეტყველბა და საუბარი, ადეკვატური გახდა, ქალური. (თუმცა, ერთგან გაიცინა იმ უნიჭო ხმაზე.)
ასევე მერაბ დარჩიას პერსონაჟსაც შეუცვალეს ხასიათი, ხინკლაობის სცენაში რომ ლაპარაკობდა, სხვა პერსონაჟი იყო, რომელიც ძალიან მესიმპათიურა.
თამუნას თვალებში ეტყობა, ძველი ქმრის მიმართ რომ აქვს თბილი გრძნობები.
ჯემალი ძაან კაცია, ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ როდესაც ამბობს, მართლა ამბობს!
მგონი, მომწონს ახალი სეზონი, ოღონდ ეს ქოცების ნერვებზე ასათხრელი დებილობები დაუკლონ რა ცოტა,
მაგრად მკიდია რუსეთუმე თენგო და სხვა მსგავსი დებილობები.
მთავრობის პირებს რომ აშარჟებენ ეგეც, იმიტომ რომ იმაზე კარგი შარჟი ჯერ ვერ დადეს, რაც რეალურად ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეგაა შარჟების შარჟი.
This post has been edited by ______ on 1 Oct 2017, 14:30