თითქმის მთელი საქართველო მაქვს მოვლილი, ფეხითაც და ისედაც...
რავიცი, სვანეთში რამდენჯერაც ვარ ნამყოფი, ძაან ჯიგარი და ტოლერანტი ხალხია.
მთელი სვანეთი არ მაქვს მოვლილი, მაგრამ მესტიაში და უშგულში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და რამდენიმე იქაურ ადამიანთანაც ვმეგობრობ, მანდ გაცნობილთან.
ძალიან მომწონს ოჯახის პატივისცემა სვანების მიერ, უფროსის პატივისცემა, დედის პატივისცემა...
სხვა კუთხეებში არ მიგრძვნია ეგრე...
მოხიბვლით მთიანი აჭარის ხალხით მოვიხიბლე ყველაზე მეტად, მუსულმანი მოსახლეობით.
ყველაზე კეთილი/თბილი ხალხია, ყველაზე სტუმართმოყვარე...
მოხუცებზე ვამბობ, ახალგზარდებთან არ მქონია შეხება...
გურია გურიაა

არ უნდა ბევრი ლაპარაკი გურიას

ყველაზე მაგარი კუთხეა...
ყველაზე მაგარი ხალხი ცხოვრობს...
იმერულ სტუმართმოყვარეობასაც არ ნდა ბევრი ლაპარაკი.
უბრალოდ იმერეთზე ერთიანად ვერ ილაპარაკებ, ზესტაფონისკენ სხვანაირი იმერლები არიან, ქუთაისისკენ სხვანაირი, მთიანი იმერეთისკენ კიდე სხვანაირი...
სამეგრელოც კარგია.
ახალგაზრდა სასტავი არ მომწონს ცოტა

მანდაც განსხვავებაა ადგილების მიხედვით, აბაშა0სენაკის მხარე სხვაა, მარტვილის სხვა და ზუგდისი სხვა...
ჩხოროწყო-წალენჯიხა კიდე სხვა.
კახეთს ვერ შევაფასებდი მთლად კარგად.
დედის მხრიდან კახელი ვარ და ვინც მყავს ნათესავი, ყველა გადასარევი ხალხია.
ჩემი კახელი პაპა ისეთი კახელია ცხოვრებაში რო არ შეუგინია, Y არ აქვს ნათქვამი და "ტყ" მარტო ტყავს რო ამბობს მაგ სიტყვაში აქვს გამოყენებული.
მაგრამ ისე ძაან უტაქტო ხალხია...
სტუმართმოყვარეობაშიც მოიკოჭელებენ.
ხო, სტუმართმოყვარეობაზე საუბრისას უცხო ადამიანთან ვგულისხმობ, თორე კახეთში რო სუფრები იციან, არ დაესიზმრება არც ერთ კუთხეს

რაჭა მაგარი კუთხეა, საყვარელი ხალხია ძაან.
ხევსურეთი არ ვიცი, ბუნებაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მოვლილი მავს, მაგრამ ხალხთან არ მქონია კონტაქტი ისე რო რამე ვთქვა.
მოხევეები როგორც ვთქვი ყველზე ხისტი ხალხია, ქეიფი არაა ჩხუბი რო არ მოყვეს, ოღონდ ალალი ჩხუბი, მეორე დღეს რო ღადაობენ... შენც მაგრად მოგხვდა და ეგეთები...
კიდე რა დარჩა, ხო, სამცხე-ჯავახეთი, მანდ ძირითადად არაქართული მოსახლეობაა ვინც მინახავს.
და ქართლი

ქართლი ზუსტად არის აქ

მართლა ეგეთი გაუთლელი, გაუნათლებელი, უტაქტო, ბილწი და ხეპრე ხალხია.
შეურაცხყოფად არ მიიღოს არავინ, მეც მყვს ნათესავები კასპში, უწესიერესი ხალხი, მაგრამ მთლიანობაში ეგრეა.
95% ალბათ

ესეც მცირე სუბიექტური მიმოხილვა